Aa Aa
23 ნოემბერი 2022  |  12:24

შეკვეთით დამზადებული 1956 წლის Lincoln Continental-ი 850 ცხენის ძალით

მომავალი წლის დასაწყისში ეს მომაჯადოებელი, 1956 წლის Lincoln Continental Mark II აუქციონზე გავა. მის შეძენას მსურველები Barrett Jackson-ის Scottsdale-ის ღონისძიებაზე შეძლებენ. პროექტის თითოეული დეტალი უმაღლესი ხარისხისაა. კორპუსი კი თავიდან ბოლომდე განახლებულია. ახალი ფურცლიდან არის დაწყებული ინტერიერის დიზაინის შექმნაც. კაპოტი კი უნიკალურ ძალოვან აგრეგატს მალავს, რომელიც 850 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. საბარგულის ქვეშ კი ერთ-ერთი გამოჩენილი ადამიანის ავტოგრაფი აქვს დატანილი. მისი ვინაობა მხოლოდ მფლობელისთვის გასაჯაროვდება. 



ასეთი გამორჩეული ავტომობილი არიზონაში დაფუძნებულმა კომპანიამ, SIC Chops-მა შექმნა. Dupont Toner Black-ში შეღებილ Continental-ს ChromaClear-ის აქცენტები აქვს. ასევე, სრულად განსხვავებულია წინა და უკანა ბამპერების დიზაინი. ეს დეტალები ახლა მიწასთან 70 მილიმეტრით ახლოსაა. საინტერესო ისაა, რომ ავტომობილს კარის სახელურები და საწვიმარი არხები არ აქვს.

კორპუსის ქვეშ განახლებულია იატაკი, ლარტყები და ბამპერის სამაგრები. ძრავა, რომელსაც უზარმაზარი კაპოტი მალავს Jon Kaase 520 ci V8-ა. ის 8.5-ლიტრიანია და 850 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. ეს კოლოსალური სიმძლავრე Chevrolet-ის ავტომატური გადაცემათა კოლოფით უკანა ღერძზე ნაწილდება.



სალონში მოხვედრისას 8 წერტილში ელექტრონულად მოძრავი, Black Onyx-ის ტყავში შეკერილი სავარძლები დაგხვდებათ. კომპანიამ ეს Lexus-ისგან შეიძინა. მძღოლისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციები Dakota Digital-ის მაჩვენებელთან დაფაზე არის გამოტანილი. აუდიო სისტემა Kicker Q-Class-ის ფირმისაა. მის დინამიკებს უკანა სავარძელში და სატვირთო განყოფილებაშიც შეხვდებით. Colorado Custom-მა საჭეზე და დისკებზე იმუშავა. საბარგულის უკან კი სათადარიგო ბორბალიც გვაქვს, რომელსაც ხუფი მალავს.

ამ ავტომობილის სავარაუდო ფასი 500 000-700 000$-ია. შეიძენდით მას ამ თანხის სანაცვლოდ?

გაზიარება: