BMW M3 Touring-ი უკეთესი უნივერსალია, ვიდრე Alpina B3 Touring-ი?
Aa
Aa

BMW M3 Touring-ი უკეთესი უნივერსალია, ვიდრე Alpina B3 Touring-ი?

BMW-ს პირველი M3 უნივერსალი Alpina-ს მესამე სერიას ბევრ ასპექტში უტოლდება.

ისტორიაში პირველად, BMW-მ M3-ის უნივერსალი, M3 Touring-ი, გამოუშვა. ჩნდება კითხვა: როგორ წარმოაჩენს ის თავს Alpina B3 Touring-თან კონკურენციაში?

გემოვნებაზე არ დავობენ, თუმცა, უნდა ითქვას, რომ Alpina უკეთესად გამოიყურება. მართალია, მას M3-ის აგრესიული დეტალები აკლია, მაგრამ ის კლასიკურად ლამაზია. პროპორციები უფრო დახვეწილია. უკეთესად გამოიყურება მაშუქები და ცხაურაც.

რაც შეეხება ციფრებს, B3 Touring-ს მსგავსი ძალა აქვს და უფრო იაფიც ღირს. Alpina-ს 461 ცხენის ძალა და 700ნმ აქვს. ის $14,621-ით იაფი ღირს, ვიდრე M3 Touring-ი ($121,843), რომელსაც 503 ცხენის ძალა და 650ნმ აქვს.

რაც შეეხება მართვადობას, M3 Touring-ი, B3-თან შედარებით, უფრო ხისტი და ზუსტია. მას აქვს ის, რასაც . „M-ის შეგრძნებას“ უწოდებენ. 1685-კილოგრამიანი ავტომობილი გზას სასიამოვნოდ უმკლავდება.

შეჯამებისთვის, თუ უფრო მდიდრულ და ხარისხიან ავტომობილს ეძებთ, მაშინ B3 უკეთესი არჩევანია. მაგრამ, თუ თქვენთვის დამატებითი ცხენის ძალები უფრო მნიშვნელოვანია, M3 იმედს არ გაგიცრუებთ.

მსგავსი სიახლეები