სატვირთოს რუსი მძღოლი მდინარის გადაკვეთას ცდილობს და მაშინვე ნანობს
სატვირთოს რუსმა მძღოლმა ტალახიანი მდინარის გადაკვეთა დააპირა, თუმცა, სიღრმე სწორად ვერ შეაფასა. პრინციპში, ვერც დინების სიძლიერე.
რუსმა მძღოლმა თავისი სატვირთოს შესაძლებლობები ზუსტად ვერ შეაფასა და კინაღამ ყველაფერი ძალიან ცუდად დასრულდა.
იმაზე კამათი ეს სატვირთოა თუ ავტობუსი, ძალიან შორს წაგვიყვანს, ამიტომ უბრალოდ სატვირთო დავუძახოთ.
მძღოლი ტალახიან გზაზე წყალს უახლოვდება. ნაკადის სიძლიერეს და წყლის სიღრმეს ვერ აფასებს.
View this post on Instagram
შეცდომას მაშინვე აანალიზებს, როცა კონტროლს კარგავს და მისი ტრანსპორტი წყალს მიაქვს.
მაგრამ ყველაფერი ჯერ კიდევ წინ აქვს. მართვაზე კონტროლის დაკარგვის შემდეგ ჩანს, რომ სატვირთოდან ბოლი ამოდის.
როგორღაც დინება იკლებს და ავტომობილი მოჭიდებას იბრუნებს. მძღოლი წყლიდან ამოდის.

საბოლოოდ, მძღოლისთვის ყველაფერი კარგად სრულდება, თუმცა, თავის ასეთ საფრთხეში ჩაგდებისთვის მას ნამდვილად ვერ შევაქებთ.