Aa Aa
17 მაისი 2023  |  12:32

მჩაგვრელი ჩაქუჩი AMG-სგან

Hammer-ი „ჩაქუჩს“ ნიშნავს და ამ ავტომობილის ხასიათს და შესაძლებლობებს სრულად ასახავს. 80-იან წლების დასაწყისში მას ბევრი მანქანისთვის დიდი დარტყმის მიყენება შეეძლო და რაც წინ გადაეღობებოდა ყველაფერს მიწასთან ასწორებდა. ეს უნარები ერთი შეხედვით უწყინარი სედანისგან ძნელად წარმოსადგენი იყო, თუმცა AMG-ის თავისი გულშემატკივრები მსგავსი მოდელებით ყოველთვის განებივრებული ჰყავდა.

Mercedes-Benz 300E AMG 6.0 Hammer: пуля под названием «Молот»

სტანდარტულ W124-ში მოთავსებული S Class-ის 8-ცილინდრიანი ძრავა საკმაოდ ძლიერი გამოდგა, თუმცა ინჟინრებმა ეს არ იკმარეს და საგრძნობლად გააუმჯობესეს. ძრავის მოცულობამ 6 ლიტრს მიაღწია და 385 ცხენისძალას გამოიმუშავებდა, ხოლო მაბრუნი მომენტი 566 ნიუტონს უტოლდებოდა. აღნიშნული მონაცემები საკმარისი იყო იმისთვის, რომ იმდროინდელი „პორშეს“ და „ფერარის“ მძღოლები 1 685 კილოგრამიანი სედანით „გაგემწარებინათ“. 100-მდე 4.9 წამში ჩქარდებოდა და მისი მაქსიმალური სიჩქარე 306 კმ/სთ-ს არწევდა.

Mercedes AMG Hammer - Specs, History, Foreign Muscle

ამ ავტომობილში მხოლოდ ძრავა არ იყო მწვერვალი. მისი დაკიდების სისტემა, უკანა დიფერენციალი, სამუხრუჭე სისტემა და აეროდინამიკური მონაცემები მის შესაძლებლობებს სრულად შეესაბამებოდა. გადაცემათა კოლოფი 4-სიჩქარიანი იყო და ისიც S Class-დან იყო აღებული. ინტერიერში ყველაზე შესამჩნევი ტყავის ანატომიური სავარძლები იყო, რომელსაც გვერდებზე ელექტრონული ღილაკებით სავსე პანელი ჰქონდა.

Tested: 1986 Mercedes-Benz AMG Hammer

6.0 AMG Hammer-ი იყო ავტომობილი, რომელიც „მერსედესის“ კომფორტს და საიმედოობას არ კარგავდა და ამავდროულად „სუპერმანქანების“ განადგურებაც შეეძლო. არანაირი მექანიკური გადაცემათა კოლოფი, დაბალი წონა და აუტანელი სიხისტე, მხოლოდ აქსელერატორზე ბოლომდე დაწოლა საკმარისი იყო იმისათვის, რომ ე.წ. „ბებრების მანქანით“ Ferrari-ზე ამხედრებული ნებისმიერი „მამიკოს ბიჭი“ სამაგალითოდ დაგესაჯათ.

გაზიარება: