Aa Aa
6 სექტემბერი 2023  |  09:48

Mercedes-მა დაადასტურა, რომ პატარა G-Class-ს გამოუშვებს

პატარა G-Class-ზე ხმები მართალი აღმოჩნდა.

Mercedes-Benz-ის ყველგანმავალს მცირე ზომის ვერსიაზე ხმები დიდი ხანია დადის. ახლა კი ბრენდმა დაგვიდასტურა, რომ ამ მოდელს მომავალში მართლაც ვიხილავთ.

Bloomberg-თან საუბრისას Mercedes-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ოლა კელენიუსმა დაადასტურა, რომ ავტომწარმოებელი პატარა G-Class-ს გამოუშვებს. ამ ავტომობილს მან „პატარა G“, ან G-Class SUV-ის „ვაჟიშვილი ან ქალიშვილი“ უწოდა.

გამოსვლის დრო და ფასი არ დაუსახელებია.

კელენიუსს არც აგრეგატზე უსაუბრია, თუმცა, თუ გავითვალისწინებთ, რომ Mercedes-ი მომავალში ელექტრიფიკაციაზე ფოკუსირდება, სავარაუდოდ, ეს ავტომობილი ელექტრო უნდა იყოს.

G-Class-ის ფასი $140,000-ზე მეტია. სავარაუდოდ, მცირე ზომის ვერსიას შედარებით ხელმისაწვდომი ფასი ექნება.

როგორც ცნობილია, Land Rover-ი მცირე ზომის Defender-ის გამოშვებას გეგმავს. პატარა Defender-ზეც ხმები წლების განმავლობაში ვრცელდებოდა. აგვისტოში კი ცნობილი გახდა, რომ ამ ავტომობილს 2026 წელს უნდა ველოდოთ.

გაზიარება: