Aa Aa
14 სექტემბერი 2023  |  11:41

BMW M3-ის მძღოლი სხვა ავტომობილს ეჯახება და გარბის

სწრაფად მიმავალი BMW მანევრის გაკეთებისას Mini-ს ეჯახება, პოლიცია კი ამ ფაქტით არ ინტერესდება.

ავტოსაგზაო შემთხვევების დროს ნორმალური მოვლენაა, როდესაც მძღოლები ავტომობილებს აჩერებენ, საუბრობენ და თანხმდებიან. თუმცა, არის ხოლმე ისეთი შემთხვევებიც, როდესაც დამნაშავე მძღოლები გარბიან. დღეს ზუსტად ასეთ ფაქტზე უნდა მოგიყვეთ.

BMW M3-ის მძღოლმა სხვა ავტომობილს გზა გადაუჭრა და კუდით დაეჯახა. მის წინ მიმავალმა ავტომობილმა ეს ყველაფერი ჩამწერზე დააფიქსირა. ინციდენტის შემდეგ კი დამნაშავე მძღოლმა გაქცევა გადაწყვიტა.

ვიდეო Reddit-ის პლატფორმაზე გავრცელდა. კადრებში ჩანს, თუ როგორ მოძრაობს MINI თავის ზოლში. მის გვერდით ვერცხლისფერი M3-ია. გამომდინარე იქიდან, რომ MINI პირველ, უფრო სწრაფ ზოლში მოძრაობს ის მის გვერდით მიმავალ BMW-ს სცილდება. M3-ს წინ ნელა მიმავალი მანქანა ხვდება, რა დროსაც ზოლს იცვლის. უცბად კი ისევ ნელ ზოლს უბრუნდება. ეს ყოველივე მან მაღალ სიჩქარეზე გააკეთა. ამავე ზოლში მას Jeep-ის მარკის ავტომობილი ხვდება. შემდეგ რაც მოხდა გაგაოცებთ.

M3-ის მძღოლმა, დამუხრუჭების ნაცვლად, აქსელერატორის სატერფულიდან ფეხი არ აიღო მცირე მანძილში გაძრომა გადაწყვიტა. როგორც კადრებში ჩანს, ეს მან ვერ შეძლო და კუდით MINI-ს შეეხო. ეს ყოველივე კი ქუჩის მრბოლელმა გაქცევით დააგვირგვინა.

საინტერესო ისაა, რომ ეს კადრები ხელში პოლიციას ჩაუვარდა. სამართალდამცავებმა კი თქვეს, რომ აღნიშნულის თაობაზე არაფრის გაკეთება შეუძლიათ.

აუცილებლად უნდა ვთქვათ, რომ ქუჩაში ასეთი მანევრების შესრულება გაუმართლებელია. ავტოსაგზაო შემთხვევის შემდეგ გაქცევა კი უბრალოდ ამორალური საქციელია. ეს შემთხვევა კი ყველასთვის კარგი გაკვეთილი უნდა იყოს.

გაზიარება: