დაივიწყეთ Koenigsegg-ი | Rimac-ის ახალი ჰიპერქარი სიჩქარის მეფეა
მაშინ, როდესაც ბევრი ფიქრობს, რომ Rimac-მა თავისი შესაძლებლობების ზღვარს მიაღწია, ის უფრო ძლიერი ბრუნდება და კიდევ ერთხელ აჭარბებს მოლოდინებს. ამჯერად, Rimac-მა ყველას გაოცება ახალი ჰიპერქარით, Nevera R-ით მოახერხა და რეკორდების დამხობით, Koenigsegg-იც დაგვავიწყა.
კარბონის ექსტერიერის ქვეშ, ეს ჰიპერქარი მძლავს ძრავასა და განახლებულ ბატარეის პაკეტს მალავს. შედეგად, Nevera 2 107 ცხენის ძალას გამოიმუშავებს, რაც წინა მოდელთან შედარებით 193 ცხენის ძალით მეტია. განახლებული შესაძლებლობებით, ახალი ჰიპერქარი მაქსიმალურ სიჩქარეს 412 კმ/სთ-ზე ავითარებს.
დღეს, Nevera R-მა თავის წინამორბედიც კი დაჩრდილა და ჰიპერქარების სამყაროში ახალი ეპოქის საწყისად იქცა. 24 ახალი სიჩქარის რეკორდი, რომელთაგანაც 23 მის წინამორბედს ეკუთვნოდა. აღსანიშნავი კი, 0-400-0 კმ/სთ-ის რეკორდია, რომელიც ამ ჰიპერქარმა Koenigsegg Regera-ს ჩამოართვა. Nevera-მ Koenigsegg-ის რეკორდი 2.04 წამით, ხოლო თავისი წინამორბედის მაქსიმუმი 4.14 წამით გააუმჯობესა.
„როცა პირველად წარვადგინეთ Nevera, ვფიქრობდით, რომ ჰიპერმანქანის შესაძლებლობების ზღვარს მივაღწიეთ. მაგრამ ახლა, ინოვაციების წყალობით, Nevera R კიდევ უფრო შორს მიდის - სიჩქარისა და სიმძლავრის მიუხედავად, ის მშვიდ და პრაქტიკულ მანქანად რჩება. რეკორდების დამხობა ჩვენი დნმ-ის ნაწილია, და ამით არ დავკმაყოფილდებით“, - განაცხადა მათე რიმაცმა.
Nevera-ს მიერ დამყარებული სიჩქარის რეკორდების ნაწილი კი, ასე გამოიყურება:
- 0-100 კმ/სთ: 1.72 წამი
- 0-200 კმ/სთ: 3.95 წამი
- 0-300 კმ/სთ: 7.89 წამი
- 0-400 კმ/სთ: 17.35 წამი
- 100-200 კმ/სთ: 2.22 წამი
- 200-250 კმ/სთ: 1.65 წამი
- 200-300 კმ/სთ: 3.89 წამი
- 0-100-0 კმ/სთ: 3.32 წამი
- 0-200-0 კმ/სთ: 8.58 წამი
- 0-300-0 კმ/სთ: 14.49 წამი
- 0-400-0 კმ/სთ: 25.79 წამი
- 400 მეტრი: 7.90 წამი
- მაქსიმალური სიჩქარე: 431.5 კმ/სთ