90-იანები, სუპერქარი, ლე მანის 24 საათი, ბრიტანეთი, ფორდი, ვ8, ჯი თი 40
Aa
Aa

აუხდენელი ოცნება, რომლის ისპირაცია Ford GT40 იყო

ისეთი ფლაგმანური მოდელები, როგორიც Ford GT 40-ია, ბევრი მწარმოებლისთვის ინსპირაცია იყო. მიუხედავად იმისა, რომ Le Mans-ის ლეგენდა უკვე დიდი ხნის განმავლობაში აღარ იწარმოებოდა, ბრიტანეთში მაინც არსებობდა კომპანია, რომელიც მის რეპლიკებს უშვებდა. მას GT Development-ი ერქვა და Ford GT 40-თან მუშაობის დიდი გამოცდილება ჰქონდა. 90-იან წლებში კომპანიის მეპატრონეს დიდი ამბიცია გაუჩნდა - მას ისეთი ავტომობილის შექმნა სურდა, რომელიც Le Mans-ის რბოლაში მიიღებდა მონაწილეობას. სწორედ ეს გახდა მიზეზი იმისა, რომ 1993 წელს ლონდონის ავტო შოუზე Spectre R42 ვიხილეთ.

Spectre R42 - Secret Classics

ავტომობილს კაბინა ზუსტად ისე ჰქონდა აგებული, როგორც Ford GT 40-ს. აგრეგატიც Ford-ისგან ჰქონდა აღებული. იგი „მუსტანგის“ 8-ცილინდრიანი და 4.6-ლიტრიანი აგრეგატით იყო აღჭურვილი, რომელსაც 350 ცხენის ძალას გამოიმუშავებდა, ხოლო 0-დან 100-მდე 4.5 წამში ჩქარდებოდა.

Spectre R42 - Secret Classics

Le mans-ის წესების გათვალისწინებით, თუ მწარმოებელს მონაწილეობა სურდა, მას ყოველდღიური მოხმარებისთვის განკუთვნილი ვერსიებიც უნდა ჰყოლოდა. კომპანიამ დაიწყო ამ საკითხზე ზრუნვა და ქუჩისთვის ლეგალური მოდელების წარმოებას შეუდგა. ავტომობილის წინა წვრილი მაშუქები Toyota MR2-სგან ჰქონდა აღებული, უკანა ფარები კი Honda Legend-სგან. ინტერიერში Ford Fiesta-ს დეტალებსაც შეხვდებოდით. ამ ყველაფრის მიუხედავად, მანქანა საკმაოდ სოლიდურად გამოიყურებოდა და დახვეწილი მართვის უნარები ჰქონდა. აქვე უნდა ავღნიშნოთ ისიც, რომ Spectre-ს სახელწოდებაში 42 მის სიმაღლეს ნიშნავდა. თუ ბრიტანულ მანძილის საზომ ფუტს სანტიმეტრებში გადავიყვანთ 128 სანტიმეტრს მივიღებთ - დიახ სულ ეს იყო ამ ავტომობილის სიმაღლე.

Spectre R42: The Forgotten GT40-Inspired, Cobra V8-Powered British Supercar  - autoevolution

1996 წელს კომპანიამ Le Mans-ისთვის GTR მოდელი ააწყო, რომელიც 1000 კილოგრამს იწონიდა და 600 ცხენის ძალა ჰქონდა. თუმცა ამ პერიოდში კომპანია გაკოტრების პირას, ამს R42-ს წარმოების და Le Mans-ის სარბოლო პროგრამის უდიდესი ხარჯები დაემატა. სამწუხაროდ კომპანიამ ვეღარ შეძლო მიზნის მიღწევა და სულ რაღაც 23 ერთეულის აწყობით შემოიფარგლა. ეს შემთხვევა მაგალითი იყო, იმისა, თუ რაოდენ რთულია GT 40-ის, „ფერარის“ და „ლამბორგინის“ თამაში ისე ითამაშო, რომ არ დაზიანდე.

მსგავსი სიახლეები