სუპერქარი, მოპარული, ხელოვნური ინტელექტი, ლამბორგინი, ლამბორგინი ჰურაკანი ევო
Aa
Aa

ChatGPT-მ მამაკაცს ორი წლის წინ მოპარული Lamborghini აპოვნინა

ტრადიციული გზების ნაცვლად, აშშ-ში მცხოვრებმა მამაკაცმა, ორი წლის წინ დაკარგული Lamborghini Huracan EVO-ს მოსაძებნად უჩვეულო ფორმა აირჩია. მანქანის მფლობელმა საქმეში ხელოვნური ინტელექტის ჩეტბოტი, ChatGPT ჩართო და გაუჩინარებულ ავტომობილსაც მიაკვლია.

Lamborghini ორიოდე წლის წინ, ვიღაცამ, სავარაუდოდ, სხვა სუპერქარებთან ერთად მოიპარა. სამართალდამცველები ამას მდიდრული მანქანების ქურდობის მრავალმილიონიან სქემას უწოდებენ. სქემაში მონაწილეობდნენ დამქირავებლები, რომლებიც დოკუმენტაციას აყალბებდნენ და მძღოლებს საკუთრების უფლებებს უკანონოდ ართმევდნენ.

ქსელის სხვა მსხვერპლებმა დაკარგული ავტომობილების დაბრუნება წლების შემდეგაც ვერ მოახერხეს. გარსიას Lamborghini კი დაკარგული იყო მანამ, სანამ ძალიან უცნაური Instagram შეტყობინება არ გამოჩნდა. შეტყობინების ავტორმა გარსიას ავტომობილის ფოტოები გაუგზავნა შეკითხვით: „თქვენ გაყიდეთ ეს მანქანა?“. როგორც ჩანს, სხვა სუპერქარების შეძენით დაინტერესებულა პირმა, გარსიას სავიზიტო ბარათი მანქანაში იპოვა და მასთან დაკავშირება სცადა.

გარსია თავისი ავტომობილი იცნო და გადაწყვიტა დამოუკიდებელი გამოძიებისთვის მიემართა. მან სურათები ChatGPT-ის ჩეთში გააგზავნა, Google-ის ლოკაციასთან დაკავშირდა და მანქანის მდებარეობის დასადგენად საკმარისი მონაცემების შეგროვება მოახერხა. კვალმა ის კოლორადოს შტატში მიიყვანა, სადაც უკვე პოლიცია ჩართო საქმეში. სამართალდამცველებმა მანქანის აღმოჩენის შემდეგ დაადასტურეს, რომ ეს მართლაც გარსიას გაუჩინარებული Lamborghini იყო.

„პროაქტიული სადაზვერვო ინფორმაციის შეგროვება ნამდვილად მნიშვნელოვანი სარგებლის მომტანია მოპარული მანქანების დასაბრუნებლად“, - განაცხადა ერთ-ერთმა სამართალდამცველმა. შედეგად, „ლამბო“ მფლობელს დაუბრუნდა, თუმცა სხვა სუპერქარების შემთხვევაში გამოძიება კვლავ გრძელდება.

 

მსგავსი სიახლეები