გაყიდვები, ტოიოტა, ნისანი, ტოიოტა სუპრა, ნისან ზეტი, სპორტქარი
Aa
Aa

სპორტქარების ომში Nissan Z-მა Toyota Supra გაანადგურა

სპორტქარების სამყაროში Nissan Z და Toyota GR Supra ენთუზიასტთა არმიით არიან წარმოდგენილნი. თუმცა ამჯერად Nissan Z-მა თავისი მთავარი კონკურენტი, Toyota GR Supra შესამჩნევლად დაჯაბნა და გაყიდვების მაჩვენებლითაც მნიშვნელოვნად გადაასწრო. Nissan-ის კუპე წლევანდელ რბოლაში რეალური გამარჯვებულია.

მაგრამ სანამ ამ მაჩვენებლებზე გადავალთ, მოდით გავიხსენოთ, თუ როგორი მდგომარეობა გვქონდა ამ წლის დასაწყისში. 2024 წლის მონაცემებით, პირველი შემთხვევა დაფიქსირდა, როდესაც Z-მა Supra-ს გადაუსწრო, თუმცა ბრძოლა ამ ორ მოდელს შორის, საკმაოდ დაძაბული იყო.

2024 წელს აშშ-ში სულ 3 164 ერთეული Z გაიყიდა, ხოლო Supra – 2 615. თუმცა 2025 წლის ოქტომბრის თვესთან შედარებით, ეს სხვაობა მნიშვნელოვნად გაიზარდა. მაგალითად, Nissan-მა წლის პირველი ცხრა თვის განმავლობაში 4 822 ერთეული Z გაყიდა, რაც 2024 წლის იანვრიდან სექტემბრამდე გაყიდულ 2 175 ავტომობილზე 121.7%-ით მეტია. Toyota-მ კი წლის პირველ სამ კვარტალში მხოლოდ 2 009 ერთეული Supra დაარეგისტრირა, რაც 2024 წლის იანვარ-სექტემბრის მაჩვენებელთან შედარებით 13.7%-ით ნაკლებია.

რაში მდგომარეობს Nissan-ის საიდუმლო? - ამის ერთ-ერთი მიზეზი ავტომწარმოებლის მიერ შეთავაზებული დაბალი ფასია. საბაზისო Sport მოდელის ფასი მხოლოდ $42 970-ია, ხოლო Performance-ის ვერსია - თავისი Rays დისკებით, LSD-ით, Akebono-ს მუხრუჭებით, Bose hifi-ითა და ტყავის სალონით - $52 970 ღირს. ამის საპირისპიროდ, Toyota საბაზისო 3.0 Supra-ს $57 500-ად გვთავაზობს, Premium კლასზე გადასვლისას კი ფასი $60 650-მდე იზრდება.

Nissan-ის Nismo, ასევე უფრო ხელმისაწვდომია და უფრო გამორჩეულიც, ვიდრე მისი ანალოგი, MkV Final Edition Supra. აქვე უნდა გავიხსენოთ, რომ Supra-ს გაყიდვების გასაზრდელად სამი თვე აქვს, თუმცა ამის შემდგომ უკვე მისი ბედიც უცნობია. 2025 წლიდან მისი წარმოება შეჩერდება, თუმცა Toyota სავარაუდოდ, ამ მოდელის მემკვიდრის გამოშვებასაც გეგმავს.

 

მსგავსი სიახლეები