საქართველო, რიკოთის გზატკეცილი, საავტომობილო გზები, გზების მშენებლობა
Aa
Aa

რიკოთის ახალი მაგისტრალი დასასრულს უახლოვდება | მგზავრობის დრო განახევრდება

აღმოსავლეთ-დასავლეთის დამაკავშირებელი, რიკოთის ახალი მაგისტრალის მშენებლობა, დასასრულს უახლოვდება. რიკოთის ჩქაროსნული გზა, რომელიც აღმოსავლეთ-დასავლეთის საერთაშორისო მაგისტრალის ყველაზე რთული მონაკვეთი, ოთხ ნაწილად შენდება. 

ახალი მაგისტრალი მგზავრობის დროს მნიშვნელოვნად შეამცირებს. როგორც ოფიციალური ვიდეოდან ვიგებთ, რიკოთის ახალი მაგისტრალის გავლას 1 საათისა და 20 წუთის ნაცვლად, 35 წუთი დასჭირდება. 

"რიკოთის უღელტეხილზე, მთიან-რთულ რელიეფზე, მასშტაბით და საინჟინრო გადაწყვეტილებებით, ჩვენი ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო საუკუნის პროექტი დასასრულს უახლოვდება. აღმოსავლეთ-დასავლეთის საერთაშორისო მაგისტრალის ყველაზე რთული მონაკვეთი, რიკოთის ჩქაროსნული გზა ოთხ ნაწილად შენდება.

ამჟამად ავტოტრანსპორტისთვის სრულად არის გახსნილი ხევი-უბისას, უბისა-შორაპნის და შორაპანი-არგვეთას 4-ზოლიანი მონაკვეთები. ასევე ტრანსპორტი უკვე მოძრაობს ჩუმათელეთი-ხევის 11-კილომეტრიანი მონაკვეთის 7 კილომეტრზე. საერთო ჯამში ავტოტრანსპორტი რიკოთის ახალი მაგისტრალის 96%-ით უკვე სარგებლობს.

რიკოთის მაგისტრალური გზის მშენებლობის ფარგლებში, მთლიანობაში 52-კილომეტრიანი, 4-ზოლიანი მაგისტრალი შენდება, რომელიც 51 გვირაბს და 97 ხიდს მოიცავს. ამ ეტაპზე ავტოტრანსპორტი უკვე სარგებლობს ახალი გზის 48 კილომეტრით, 50 გვირაბითა და 91 ხიდით, რის შედეგადაც მგზავრობის მანძილი 8 კილომეტრით შემცირდა, ხოლო გადაადგილების დრო განახევრდა.

რიკოთის მაგისტრალური გვერდს უვლის და სატრანსპორტო მოძრაობისგან განტვირთავს ყველა მიმდებარე დასახლებას - მათ შორის ქალაქ ზესტაფონს. ამცირებს გადაადგილების მანძილსა და დროს. რიკოთის ახალი მაგისტრალის გავლას, ერთი საათისა და 20 წუთის ნაცვლად დაახლოებით 35 წუთი დასჭირდება", - ნათქვამია ოფიციალურ განცხადებაში. 

მსგავსი სიახლეები