საქართველო, თბილისი, გზების მშენებლობა, თბილისის შემოვლითი გზა
Aa
Aa

რა ვიცით თბილისის შემოვლითი გზის მშენებლობის შესახებ? | და სხვა დაგეგმილ პროექტებზე

ოფიციალური განცხადების თანახმად, საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარებისა და მოდერნიზაციისთვის ქვეყნის მასშტაბით რამდენიმე პროექტია დაგეგმილი. რევაზ სოხაძის თქმით, „მიზანი თანამედროვე და უსაფრთხო ქსელის შექმნაა“, რისთვისაც მომდევნო წლებში არაერთი სტრატეგიული პროექტი განხორციელდება.

მათ შორის იგეგმება დედაქალაქის შემოვლითი გზის მშენებლობა, რომელიც ოთხ ლოტადაა დაყოფილი. მიმდინარე წელს სატენდერო პროცედურები მეორე და მესამე ლოტებზე დაიწყება, ხოლო  2026 წელს უკვე მეოთხე და მეხუთე ლოტებზე. არსებული პროგნოზით, სამუშაოები 2026-27 წლებში დაიწყება.

„ამჟამად მიმდინარეობს თბილისის გასასვლელის დეტალური პროექტირება. დაგეგმილია გორამდე, მაგისტრალის 6 ზოლიან მაგისტრალად მოდერნიზების ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევისა და დეტალური პროექტის მომზადება და თბილისის სამხრეთ შემოსავლელის მშენებლობის წინასწარი ტექნიკურ-ეკონომიკური და ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების მომზადება“, - ნათქვამია ოფიციალურ განცხადებაში.

გარდა ამისა, ქვეყნის მასშტაბით რამდენიმე სხვა პროექტიც განხორციელდება. ერთ-ერთია ბათუმი-სარფის 11.3 კმ-იანი 2-ზოლიანი მაგისტრალი, რომლის მშენებლობაც 2026 წელს დაიწყება. ასევე, დაგეგმილია ქობულეთის შემოვლითი გზის 31 კმ-იანი მონაკვეთის ოთხზოლიან მაგისტრალად მოდერნიზება - ეს უკანასკნელი სავარაუდოდ 2027 წელს დაიწყება. სოხაძის განცხადებითვე, უნდა დაიწყოს სამტრედია-ზუგდიდის 75.7 კმ-იანი მონაკვეთების დეტალური პროექტის მომზადებაც.

განცხადებაში დამატებით რამდენიმე პროექტზეცაა საუბარი: ბადიაური–ბაკურციხის 31.7 კმ-იანი ოთხზოლიანი გზის მშენებლობა დაიწყება 2027 წლიდან; ასევე იგეგმება გურჯაანი–თელავის 36.6 კმ-იანი და წნორი–ლაგოდეხის 40.4 კმ-იანი მონაკვეთების პროექტირება. 2027 წლიდან დაიწყება ჩრდილოეთის მიმართულებით, ნატახტარი–ჟინვალის 26.8 კმ-იანი ოთხზოლიანი მაგისტრალის, ასევე არშა–სტეფანწმინდისა და ფასანაურის შემოვლითი გზების მშენებლობა.

 

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
თბილისის შემოვლითი მაგისტრალის მშენებლობა $520 მილიონი დაჯდება
თბილისის შემოვლითი მაგისტრალის მშენებლობა $520 მილიონი დაჯდება