სუპერქარები, პორშე, ბენტლი, ლამბორგინი, უცნაური
Aa
Aa

15-სართულიანი სავაჭრო აპარატი, საიდანაც Bentley-ისა და Lambo-ს შეძენა შეგიძლიათ

ავტომობილების შესაძენად მრავალი გზა არსებობს, თუმცა ეს შესაძლოა ყველაზე სახალისო იყოს. სინგაპურში უნიკალური 15-სართულიანი სავაჭრო ავტომატი დგას, საიდანაც მსურველებს არა სურსათის ან გაზიანი სასმლის, არამედ პირდაპირ რეალური სუპერქარების შეძენა შეუძლიათ. ეს უჩვეულო და თან ჭკვიანი მოწყობილობა საშუალებას გაძლევთ ავტომობილი ძალიან მარტივად აირჩიოთ და თან ადგილზევე მიიღოთ.

ეს არის მაღალსართულიანი სავაჭრო ავტომატი, რომელიც სავსეა ძვირად ღირებული მანქანებით. სხვადასხვა ცნობილ და მძლავრ ავტომობილებთან ერთად, სინგაპურის აპარატში Lamborghini-ისა და Bentley-ის მოდელები დაგხვდებათ. ეს 15-სართულიანი შენობა Autobahn Motors-ის ეკუთვნის. მისვლისას თქვენ მხოლოდ სენსორული ეკრანის საშუალებით სასურველი ავტომობილი უნდა აირჩიოთ და ის თქვენ წინ გაჩნდება - ზუსტად ისე, როგორც ამას ვიდეოში ხედავთ. მაღალტექნოლოგიური მოწყობილობა კი, მანქანის უსაფრთხოდ და შეუფერხებლად მიღებას უზრუნველყოფს.

Bentley-ებითა და Porsche-ებით დაწყებული, მყარ- და რბილსახურავიანი ავტომობილებით დასრულებული, აქ თითქმის ყველა გემოვნების ავტომოყვარულს დახვდება სასურველი მოდელი. ცნობისთვის, სწორედ ეს სავაჭრო აპარატი Gran Turismo 7-ის კამპანიაშიც გამოიყენეს.

მაგრამ თუ ეს მიდგომაც არ მოგწონთ, მაშინ ავტომობილის ყიდვის უფრო მარტივ ვარიანტებსაც შემოგთავაზებთ. მაგალითად, Facebook Marketplace-ს, სადაც ძველი სტატიებიდან თუ გახსოვთ, არაერთი ძვირად ღირებული მოდელი აღმოგვიჩენია. საკმაოდ მარტივი ალტერნატივაა Alibaba-ც, თუმცა აქ ძირითადად დაშლილ მდგომარეობაში  მყოფი მანქანები გვინახავს. და თუ ჯერ არ იცით, გეტყვით, რომ ავტომობილების შეძენის სერვისს უკვე აშშ-ის უმსხვილესი საცალო ვაჭრობის კომპანია Amazon-იც საკუთარ პლატფორმაზე ამატებს.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები