ქარხანა, ჩინეთი, ელექტრომობილები, ტესლა, ბიუაიდი
Aa
Aa

BYD-ის ჩინეთის ქარხანა მასშტაბით სან-ფრანცისკოზე დიდი იქნება

ჩინეთში, ჭენგჭოუში მდებარე ახალი კომპლექსი, რომელიც ელექტრომობილების ადგილობრივ მწარმოებელ BYD-ის ეკუთვნის, ფართობის სან-ფრანცისკოზე დიდი იქნება. როგორც არსებული ცნობებით ირკვევა, BYD-ის ახალი ქარხნის ფართობი 130 კვადრატულ კილომეტრს მიაღწევს.

სოციალურ ქსელებში ვირუსულად ვრცელდება ვიდეო, რომელშიც ჩინური კომპანიის ელექტრომობილების უზარმაზარი მეგაქარხანაა ნაჩვენები. მშენებარე ობიექტზე საწარმოო ქარხნის გარდა ფეხბურთის მოედანი და ჩოგბურთის კორტებიც იქნება განთავსებული. ბევრის შეფასებით, BYD-ის ობიექტი იმდენად დიდია, რომ ის ქალაქს უფრო ჰგავს, რომელსაც ქარხანა აქვს „მიშენებული“.

მარტში, The Sun-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ქარხანა მშენებლობის მეხუთე და მერვე ფაზებს შორისაა, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ის თითქმის დასრულებულია. თუმცა, Business Insider-ის ბოლოდროინდელი რეპორტაჟის თანახმად, თანამგზავრული ფოტოების შეფასებით, BYD-ის ობიექტი ამჟამად 20 კვადრატული კილომეტრის ფართობისაა. ასე რომ, სან-ფრანცისკოს მასშტაბის მიღწევამდე ჯერ კიდევ საკმაოდ დიდი გზაა გასავლელი.

ნებისმიერ შემთხვევაში, ქარხანა უკვე მასშტაბურია და სოციალურ ქსელებში შეფასებებმაც არ დააყოვნა. მომხმარებლები BYD-ის Tesla-ს და მისი გიგაქარხნის კონკურენტს უწოდებენ და არც განცვიფრებას მალავენ.

ხოლო სანამ ეს ქარხანა დასრულდება, BYD ზრდას წარმოუდგენელი ტემპით განაგრძობს. მათ შორის ევროპის კონტინენტზე, სადაც გაყიდვებით ამერიკულ Tesla-ს უკვე გადაასწრო. დამატებით კომპანია ევროპის ქვეყნებში ახალი საწარმოო ქარხნების შესყიდვასა და მშენებლობასაც განაგრძობს და ბაზარს დამატებითი გადასახადების გარეშე, ბევრად შეღავათიან ელექტრომობილებსაც სთავაზობს.

 

მსგავსი სიახლეები