მოდიფიცირება, სუპერქარი, ლამბორგინი, ლამბორგინი ჰურაკანი, მაკლარენ 720ესი, ფორდ მუსტანგ ეს550
Aa
Aa

საუდელმა მილიონერმა თავისი Huracán-ი 2 000 ცხ.ძ-იან მონსტრად აქცია

მაშინვე, როდესაც ეს $350,000-იანი Lamborghini Huracán STO საუდელი მილიონერის ხელში აღმოჩნდა, პირველივე დღიდან ახალმა მფლობელმა მის მოდიფიცირებაზე ფიქრი დაიწყო. მოჰამედს სურდა რაღაც ისეთი, რაც ნებისმიერი სხვა სუპერქარისგან გამორჩეული იქნებოდა და საწადელსაც წესით მიაღწია.

ეს საქმე კი მილიონერმა ამერიკულ ტუნერს, Underground Racing-ს ანდო, რომელსაც ამ დრომდეც არაერთ ცნობილ საგზაო ავტომობილზე უმუშავია. თუმცა უნდა ითქვა, რომ Lambo-ს ქარხნულ ვერსიასაც არაფერი დაეწუნებოდა. ავტომობილი 5.2-ლიტრიანი V10 ძრავით გახლდათ აღჭურვილი, რომელიც 622 ცხენის ძალას გამოიმუშავებდა და 0-დან 100-მდე სულ რაღაც 3 წამში ჩქარდებოდა.

ავტომობილის ძირითადი მახასიათებლები ქარხნულად ასე გამოიყურებოდა: ძრავა - 5.2-ლიტრიანი V10, 0-დან 100-მდე 3 წამში, მაქსიმალური სიჩქარე 310 კმ/სთ, მართვის რეჟიმები STO (გზაზე), Trofeo (ტრასაზე), Pioggia (წვიმის დროს), ფასი - $327,838. თუმცა საუდელი მილიონერისთვის საკმარისი ესეც არ იყო. 

ამის გამო Underground Racing-მა სუპექარი თითქმის სრულად შეცვალა. ფოტოები და ავტომობილის სპეციფიკაციები კი, შემდგომ საკუთარი Instagram-ის საშუალებით გამოაქვეყნა. კონსტრუქციისთვის მან UR X Version-ის პაკეტი შეარჩია, ტიტანის გამონაბოლქვი სისტემითა და ინდუქციური მილებით, ახლა ის ეთანოლზე (E85)  2,000 ცხენის ძალაზე მეტს გამოიმუშავებს, ხოლო ოქტანზე - 1,200 ცხენის ძალას.

ახლა უკვე განახლებული Lambo ავტოფარეხში მილიონერის ისეთ სუპერქარებს შეუერთდება, როგორებიცაა McLaren 720S, Mustang S550, Dodge Charger Redeye და Chevrolet Camaro ZL1.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები