სუპერქარი, მერსედესი, მაკლარენი, მერსედეს ბენცი, კარბონი, ესელერი, სპეციაულური მოდელი, საკულტო მოდელი
Aa
Aa

საკულტო მოდელის სპეციალური ვერსია

Mercedes-Benz SLR Mclaren-ი ორი დიდი კომპანიის ერთობლივი ნამუშევარია. ამ მოდელის შექმნის დროს „მერსედესი“ „მაკლარენის“ 40%-ს ფლობდა, შესაბამისად ეს კონკრეტული მოდელი ერთობლივი ძალებით შეიქმნა. SLR-ი აბრევიატურაა და Sport Light Racing-ს ნიშნავს.

Michael Jordan's rare Mercedes-Benz SLR 722 is yours for $1m - Driven Car  Guide

ყველა დიადი ავტომობილის მსგავსად, SLR-საც ჰყავს სპეციალური გამოშვების მოდელი. 722 Edition-ის შექმნა ისტორიულ სარბოლო მოვლენას უკავშირდება. 1955 წელს Mille Miglia-ს დამღლელ რბოლაში მონაწილეობისას, რომლის სტარტიც დილის 07:22 საათზე გაიმართა, ბრიტანულმა ეკიპაჟმა რეკორდული საშუალო სიჩქარის დაფიქსირება შესძლო (160კმ/სთ) სწორედ აღნიშნული რბოლის დაწყების დრო არის SLR Mclaren 722-ის სახელწოდებაში მითითებული.

SLR

სტანდარტულ მოდელთან შედარებით განსხვავებები მნიშვნელოვანი არაა, თუმცა საკმარისია იმისთვის, რომ მისი ფლობისას ყველაზე განსხვავებულ ადამიანად იგრძნოთ თავი. ავტომობილის სიმძლავრე 24 ცხენის ძალით გაიზარდა და 650-ს გაუტოლდა, ხოლო მაბრუნი მომენტის მაჩვენებელმა კი 820-ს მიაღწია. გადაცემათა კოლოფი სტანდარტული დარჩა, რადგან სიმძლავრის მცირე დანამატი მისი ცვლილების საჭიროების აუცილებლობას არ წარმოადგენდა. ამ ავტომობილში ბევრი „კარბონის“ დეტალია, რამაც საბოლოო ჯამში მანქანა 44 კილოგრამით დაამსუბუქა. ამ ყველაფერს მსუბუქი დისკები, მეტად სპორტული დაკიდების სისტემა, კერამიკული სამუხრუჭე სისტემა და უამრავი აეროდინამიკული დეტალიც ემატება. სტანდარტულთან შედარებით ჯამში 300-ზე მეტი კომპონენტია შეცვლილი.

მიუხედავად იმისა, რომ სტანდარტული მოდელი მთელს მსოფლიში საკულტო ავტომობილად მოგვევლინა, მას მაინც ჰყავდა თავისზე უკეთესი. აღნიშნული მოდელი გაყიდვებით დიდად თავს ვერ იწონებდა, თუმცა ორივე კომპანიის ისტორიაში სამუდამოდ ისტორიული მნიშვნელობის მოდელად დარჩება.