მაიკლ ჯორდანი, შევროლეტი, შევროლე, შევროლე კორვეტი, კალათბურთი, შევროლე კორვეტ ზეტარ-1
Aa
Aa

მაიკლ ჯორდანის ლეგენდარული Corvette ZR-1 შევროლეს მუზეუმში გადაინაცვლებს

თუ ESPN-ის დოკუმენტური სერიალი The Last Dance ნანახი გაქვთ, მერვე ეპიზოდის საკულტო მომენტს აუცილებლად დაიმახსოვრებდით — ფაქსი გაგზავნილია, მაიკლ ჯორდანი დაბრუნდა. როდესაც ლეგენდა სპორტში ხელახლა ფეხს დგამს, თავისი 1991 წლის ლალისფერი Corvette ZR-1-დან გადმოდის. თავისი ახალი სახლი — კენტუკის შტატში, ქალაქ ბოულინგ-გრინში მდებარე Corvette-ის ეროვნულ მუზეუმში სწორედ ამ ავტომობილმა იპოვა.

მუზეუმმა ჯორდანის კუთვნილი ZR-1 გამოფენის „პოპ-კულტურა და კორვეტი: ამერიკული სიყვარულის ისტორია“ ნაწილი გახადა. რთულია წარმოიდგინო უფრო შესაფერისი წყვილი: ეპოქალური ათლეტი და ეპოქალური ამერიკული სპორტული ავტომობილი. ორივე მათგანი ერთი და იმავე დროის სიმბოლოა.

ჯორდანი ჩვეულებრივი Corvette-ით არ დადიოდა. 1993 წლის ZR-1 თავისი დროის „მწვერვალზე“ მყოფი მტაცებელი იყო — ამერიკის პასუხი ევროპულ სუპერქარებზე. 1993 წლისთვის Chevrolet-მა ZR-1-ის ალუმინის LT5 V8 ძრავის სიმძლავრე 375-დან 405 ცხენის ძალამდე გაზარდა. იმ ეპოქაში, როდესაც ტურბო-ტექნოლოგიები ჯერ კიდევ არ იყო ასე გაბატონებული, ეს მაჩვენებელი საოცრად ჟღერდა.

კალათბურთის ლეგენდის ეგზემპლარი 40 წლის იუბილესთან დაკავშირებული სპეციალური პაკეტით (RPO Z25) არის აღჭურვილი. ეს ნიშნავს Ruby Red ფერს ყველგან: კორპუსიდან დაწყებული, სპორტული სავარძლებით დამთავრებული. . ჯორდანის ZR-1 მუზეუმში 2027 წლის გაზაფხულამდე დარჩება. ის ცნობილ Skydome-შია გამოფენილი, სხვა ისეთ მნიშვნელოვან ავტომობილებთან ერთად, რომლებსაც კვალი დაუტოვებიათ კინოში, ტელევიზიასა თუ მუსიკაში.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები