ელექტრომობილი, ფოლცვაგენი, ფოლცვაგენი გოლფი, გოლფი
Aa
Aa

ელექტრო Golf-ი აღარ გამოვა | ყოველ შემთხვევაში 2030 წლამდე მაინც...

Volkswagen Golf-ის ელექტროვერსია სულ მცირე 2030 წლამდე აღარ გამოვა. შედეგად, Volkswagen-იც იმ ავტომწარმოებლების მზარდ სიას შეუერთდა, რომლებიც ბოლო პერიოდში ელექტრომობილების გამოშვებას აჭიანურებენ. კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა მიღებული გადაწყვეტილება უკვე დაადასტურა და საკითხთან დაკავშირებით მცირე განმარტებებიც გააკეთა.

VW-ის აღმასრულებელი დირექტორის, თომას შეფერის განცხადებას საავტომობილო გამოცემა Autocar-ი ავრცელებს „ელექტრო Golf-ი 2028 წელს არ გვჭირდება. იმ პორტფოლიოთი და მოდელებით, რომლებიც დღეს გვაქვს, ბაზარზე ჩვენ ისედაც კარგად ვართ პოზიციონირებულები“.

მოსალოდნელია, რომ მომავალი თაობის ID. Golf-ი VW Group-ის ახალ პლატფორმაზე — Scalable Systems Platform-ზე (SSP) იქნება დაფუძნებული. თუმცა ამ არქიტექტურით ბაზარზე პირველად Audi-სა და Porsche-ს მოდელები გამოჩნდებიან.

VW Group-ს ახალი პლატფორმის შემუშავებასთან დაკავშირებით პრობლემები შეექმნა, რამაც წარმოებაში ხარვეზებიც გამოიწვია. FT-ის Future of the Car ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას შეფერმა თქვა, რომ ავტომწარმოებელი ამჟამად წარმოების მასშტაბებზეა ფოკუსირებული, რადგან კომპანია, წინააღმდეგ შემთხვევაში, სასურველ მარჟას ვერასდროს მიაღწევს.

ასევე დაგაინტერესებთ: Volkswagen-მა Golf MK9-ს პირველი ოფიციალური თიზერი წარადგინა

ცნობისთვის, Volkswagen-მა თავისი ახალი მოდელის, Golf MK9-ის პირველი ოფიციალური თიზერი 2026 წლის 4 მარტს, სამუშაო საბჭოს სხდომაზე წარადგინა. მეცხრე თაობის Golf-ი Rivian-თან პარტნიორობით შემუშავებულ SSP-პლატფორმაზე აიგება. ის აღჭურვილი იქნება 800-ვოლტიანი სისტემითა და ბატარეის თანამედროვე ტექნოლოგიით, როგორც ერთი, ასევე ორი ძრავის კონფიგურაციით. სტანდარტულ მოდელთან ერთად, არსებობს ალბათობა, რომ GTI და R ვერსიებსაც ვიხილავთ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები