ვიქტორ ვემბანიამამ Nissan 370Z-ის ყიდვა სცადა, მაგრამ არ გამოუვიდა...
კალათბურთში სიმაღლე, როგორც წესი, დადებითი პარამეტრია — ავტოინდუსტრიაში კი პირიქით, შესაძლოა, ეს უპირატესობა დიდი ნაკლი აღმოჩნდეს. NBA-ს ახალი თაობის ფრანგი ვარსკვლავის, ვიქტორ ვემბანიამას ისტორია ამის შესანიშნავი ილუსტრაციაა. სან ანტონიოს ერთ-ერთმა სადილერომ 2025 წლის სექტემბერში გაავრცელა ვიდეო, სადაც 7 ფუტისა და 4 დუიმის (დაახლოებით 224 სმ) სიმაღლის კალათბურთელს კომპაქტური იაპონური სპორტული კუპეს, Nissan 370Z-ის შეძენა სურს. მანქანის მიმართ სერიოზული ინტერესის მიუხედავად, „პროექტი“ მას შემდეგ ჩაიშალა, რაც სან-ანტონიო სპურსის ლიდერი მიხვდა, რომ სალონში ფიზიკურად უბრალოდ ვერ ეტეოდა.
View this post on Instagram
Nissan 370Z, რომელიც თავის დროზე ახალი დაახლოებით 30 000 დოლარი ღირდა, დღეს მეორად ბაზარზე, მდგომარეობიდან გამომდინარე, 15 000-დან 25 000 დოლარამდეა შეფასებული. ეს მოდელი ცნობილია თავისი მჭიდრო, სპორტული სალონით, რაც მას ვემბანიამაზე ბევრად დაბალი ადამიანებისთვისაც კი ზოგჯერ ზედმეტად ვიწროდ აქცევს.
ბოლოს კი აღსანიშნავია ისიც, რომ სპორტსმენები ეგზოტიკურ და ექსკლუზიურ ავტომობილებს ხშირად, თუმცა ვემბის არჩევანი მის უბრალოებასა და საავტომობილო გემოვნებაზე მიანიშნებს. როგორ ფიქრობთ, რა ტიპის სპორტული ან ეგზოტიკური ავტომობილი უნდა შევთავაზოთ ასეთი ექსტრემალური სიმაღლის მქონე ათლეტს, რომელიც დინამიკითა და მართვის სიამოვნებით არ ჩამოუვარდება 370Z-ს, თუმცა სალონში სივრცის პრობლემას სრულად მოუხსნის მას?