პიკაპი, ფორდ ეფ-150, მეორადი ავტომობილების ფასები, დიზელის ძრავა, რამ 2500
Aa
Aa

რატომ არ ეცემა დიზელზე მომუშავე პიკაპების ღირებულება ასიათასობით კილომეტრის გავლის შემდეგ?

მეორადი ავტომობილების ბაზარზე ხშირად მოისმენთ რჩევას — „დაივიწყე ახალი მოდელები, ეძებე უფრო ძველი, დროითა და პრაქტიკით გამოცდილი მანქანა დაბალ ფასად“. ეს საუკეთესო რეკომენდაციაა, თუმცა, როდესაც საქმე მძიმე, დიზელის ძრავიან პიკაპებს ეხება, რეალობა სულ სხვაგვარია. იაფად ძველი Ram 2500-ის ან Ford F-250-ის პოვნა დღეს თითქმის შეუძლებელი გახდა. მიზეზი მარტივია: მათმა მფლობელებმა ზუსტად იციან, რა განძს ფლობენ.

ასევე იხილეთ: 7 ყველაზე გიჟური პიკაპი, რაც ოდესმე შექმნილა

ემისიების მკაცრი რეგულაციების, „დიზელგეიტის“ სკანდალისა და იმ ფაქტის გამო, რომ ასეთ მანქანებს ახლა აღარავინ ქმნის, ძველი ამერიკული დიზელები ნამდვილ საკულტო, საინვესტიციო აქტივებად იქცნენ.

ციფრები და გაუფასურება: ბენზინი vs დიზელი

თუ ბაზარზე არსებულ ტიპურ განცხადებებს გადავხედავთ დაახლოებით 150 000 მილის (240 000 კმ) გარბენის მქონე პიკაპებზე, დიზელის ვერსიები მინიმუმ რამდენიმე ათასი დოლარით ძვირი ღირს, ვიდრე მათი იდენტური, ბენზინის ძრავიანი ტყუპისცალები. ზოგჯერ ეს სხვაობა კიდევ უფრო დრამატულია:

  • 2015 Ram 2500 SLT (4x4): ლეგენდარული Cummins 6.7-ლიტრიანი Turbodiesel ძრავით აღჭურვილი ვერსია ზუსტად იგივე კომპლექტაციის, გარბენისა და მდგომარეობის ბენზინის მოდელზე 9 480 დოლარითით ძვირია. 
  • 10 წლის Ford F-250 (მაგალითისთვის 2016 წლის მოდელი): თავის დროზე, ქარხნიდან გამოყვანისას, 6.7-ლიტრიანი Power Stroke Turbodiesel V8 ოპცია კლიენტს დამატებით 8 480 დოლარი უჯდებოდა. 10 წლისა და 150 000 მილის შემდეგაც კი, დიზელის ვერსია ბენზინისაზე 5 900 დოლარით ძვირი ღირს. ეს ნიშნავს, რომ ძრავმა 10 წლის შემდეგაც კი შეინარჩუნა თავისი საწყისი ღირებულების 70%.

ამერიკულ ფორუმებსა და სოციალურ ქსელებში მფლობელები თავიანთი მანქანების წარმოუდგენელ გამძლეობაზე საუბრობენ:

„ჩემს 2011 წლის 6.7 Power Stroke-ს 300 000 მილი აქვს გავლილი, ჩემი უფროსის იდენტურ მანქანას კი — 600 000 მილი (965 000 კმ) და ყველაფერი ქარხნული, ორიგინალი აქვს“, — წერს ერთ-ერთი მომხმარებელი. კიდევ ერთი Cummins-ის მფლობელი კი აღნიშნავს, რომ პირველ სერიოზულ ხელის შეავლებამდე მანქანამ 340 000 მილი უპრობლემოდ იარა.

ძველი დიზელის ძრავების ასეთ ფენომენალურ გამძლეობას რამდენიმე საინჟინრო ფაქტორი განაპირობებს:

  • მასიური კონსტრუქცია: ძრავის ბლოკები და კომპონენტები გაცილებით სქელი და მძიმეა, რათა გაუძლოს დიზელისთვის დამახასიათებელ მაღალ კომპრესიასა და ტემპერატურას;
  • ბუნებრივი საპოხი მასალა: თავად დიზელის საწვავი მოქმედებს როგორც დამატებითი საპოხი საშუალება სისტემისთვის;
  • დაბალი ბრუნი (RPM): ეს ძრავები მუშაობენ დაბალ ბრუნებზე, რაც ნიშნავს, რომ მოძრავი დეტალები ნაკლებად ცვდება;
  • ნაკლები დეტალი: არ გააჩნიათ აალების სანთლები, რაც კიდევ ერთი კომპონენტით ნაკლებს ნიშნავს.

რეგულაციების მარყუჟი და ახალი დიზელების კრიზისი

ფასების ზრდას ხელს უწყობს აშშ-ის გარემოსდაცვითი სააგენტოს (EPA) მკაცრი კანონებიც. 2007 წლიდან სტანდარტული გახდა DPF (დიზელის მყარი ნაწილაკების ფილტრები) შავი გამონაბოლქვის შესამცირებლად, რის გამოც ბევრი ენთუზიასტი დღემდე ეძებს 2007 წლამდელ მოდელებს (მაგალითად, ლეგენდარულ LBZ Duramax-ს). უფრო მეტიც, 2027 წელს ძალაში შედის ახალი რეგულაცია, რომელიც კომერციული ძრავებისთვის NOx (აზოტის ოქსიდის) გამონაბოლქვს კიდევ 90%-ით შეამცირებს, რაც პირდაპირ აისახება მსუბუქ პიკაპებზეც.

ამ ფონზე, ახალ დიზელებზე მოთხოვნა საგრძნობლად ეცემა. Baum & Associates-ის მონაცემებით, 2026 წლის პირველ კვარტალში Ford-მა 89 540 დიზელის პიკაპი გაყიდა, მაშინ როცა 2025 წლის მეოთხე კვარტალში ეს ციფრი 112 454-ს შეადგენდა. მსგავსი ვარდნა აქვთ Ram-სა და Chevrolet-საც. შედარებისთვის: 2006 წლისთვის დიზელზე მოდიოდა აშშ-ის მსუბუქი სატვირთოებისა და SUV-ების გაყიდვების 8%, დღეს, 2026 წელს კი ეს მაჩვენებელი 3%-ს ძლივს აღწევს.

როგორ ფიქრობთ, რამდენად რეალურია მომხმარებლების შიშები თანამედროვე ეკო-ტექნოლოგიებით (DPF, AdBlue) აღჭურვილი ახალი დიზელების მიმართ?

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები