საქართველო, საავტომობილო გზები, გზების მშენებლობა, მსოფლიო ბანკი
Aa
Aa

თელავსა და ფოთის პორტს შორის მგზავრობის დრო დაახლოებით 43 წუთით შემცირდება | მსოფლიო ბანკი

ინფრასტრუქტურული სამუშაოების დასრულების შემდეგ, თელავსა და ფოთის საზღვაო პორტს შორის მგზავრობის დრო დაახლოებით 43 წუთით შემცირდება - ამის შესახებ მსოფლიო ბანკის მიერ „TC-GATE პროექტთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.

შეგახსენებთ, „მსოფლიო ბანკის“ აღმასრულებელ დირექტორთა საბჭომ ტრანსკასპიური სატრანსპორტო დერეფანი - საქართველოს ხელმისაწვდომობისა და ტრანსპორტის გაუმჯობესების პროექტისთვის (TC-GATE) 372 მლნ. აშშ დოლარის დაფინანსება დაამტკიცა.

TC-GATE პროექტის საერთო ღირებულება 750 მილიონ აშშ დოლარს აჭარბებს, რომელიც მსოფლიო ბანკის ჯგუფის მიერ 372 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით ფინანსდება, ხოლო დანარჩენი ნაწილის თანადაფინანსებას აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკი (AIIB) და აზიის განვითარების ბანკი (ADB) განახორციელებენ.

როგორც მსოფლიო ბანკის მიერ გავრცელებულ პრესრელიზშია ნათქვამი, TC-GATE პროექტი ხელს შეუწყობს საქართველოს სარკინიგზო სერვისების მოდერნიზაციას და დააფინანსებს ავტომაგისტრალის ორი ოთხზოლიანი მონაკვეთის მშენებლობას საქართველოს სტრატეგიულ დერეფანსა და სასოფლო-სამეურნეო რეგიონში - კახეთში.

„ეს განახლებები გააუმჯობესებს ლოკომოტივების ხელმისაწვდომობას 95%-მდე, გადამზიდავებისთვის აამაღლებს მომსახურების საიმედოობას, და გაზრდის შემოსავლებს 20%-ით; ასევე ხელს შეუწყობს სარკინიგზო აქტივების საექსპლუატაციო ვადის განმავლობაში გამონაბოლქვის წმინდა შემცირებას 2.3 მილიონი ტონით.

საგზაო დაკავშირებადობის გაუმჯობესების თვალსაზრისით, პროექტი დააფინანსებს ავტომაგისტრალის ორი ოთხზოლიანი მონაკვეთის მშენებლობას საქართველოს სტრატეგიულ დერეფანსა და სასოფლო-სამეურნეო რეგიონში - კახეთში, კერძოდ, ბადიაური-ჩალაუბანი-ბაკურციხის მონაკვეთებს, ისევე როგორც გურჯაანისა და თელავის დამაკავშირებელ გზას.

აღნიშნული დაახლოებით 43 წუთით შეამცირებს მგზავრობის დროს თელავსა და ფოთის საზღვაო პორტს შორის და აამაღლებს საგზაო უსაფრთხოების სტანდარტებს. კლიმატის ცვლილების მიმართ მედეგობის ამაღლების სტანდარტების გათვალისწინებით, საგზაო სამუშაოებში გამოყენებული იქნება ღონისძიებები, რაც შეამცირებს წყალდიდობითა და მეწყრული პროცესებით გამოწვეულ შეფერხებებს, რითაც გაზრდის წლის განმავლობაში ადამიანებისა და ტვირთებისთვის ბაზრებზე წვდომის საიმედოობას.

პროექტი, საქართველოს საგზაო სექტორის ინსტიტუციური გაძლიერებისთვის, ხელს შეუწყობს საგზაო აქტივების მართვის გაციფროვნებას და ჭკვიანი სატრანსპორტო სისტემების გამოყენებას, ავტომაგისტრალების კონტროლის ეროვნული ცენტრის (NHCC) შექმნით, კლიმატისადმი მედეგი სისტემების დანერგვით და გრძელვადიანი ფისკალური მდგრადობის მხარდაჭერით“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

წყარო: bpn.ge

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები