ცვლილებები მიღებულია | სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმები მცირდება
დაჩქარებული წესით დამტკიცდა საკანონმდებლო კანონპროექტი, რომელიც სიჩქარის გადაჭარბებისას — ლიმიტების გათვალისწინებით, დარღვევების ნაწილზე — ჯარიმების შემცირებას ითვალისწინებს. ცვლილებები შეეხება როგორც კანონდამრღვევი პირისთვის დაკისრებულ ფულად ჯარიმას, ასევე მართვის მოწმობაზე ქულების დაკლების სისტემას.
ცვლილებებით, სიჩქარის გადაჭარბებისთვის ჯარიმები შემდეგნაირად გადანაწილდა:
- 15 კმ/სთ-ზე მეტი, მაგრამ არაუმეტეს 30 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის ჯარიმა, ნაცვლად 100 ლარისა, განისაზღვრება 50 ლარით;
- 30 კმ/სთ-ზე მეტი, მაგრამ არაუმეტეს 40 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის რჩება ჯარიმა 100 ლარის ოდენობით;
- 40 კმ/სთ-დან 50 კმ/სთ-მდე სიჩქარის გადაჭარბება გამოიწვევს, 300 ლარის ნაცვლად, 100 ლარით დაჯარიმებას;
- 50 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით გადაჭარბებისთვის შენარჩუნდება 300-ლარიანი სანქცია.
რაც შეეხება ქულათა სისტემას — პირს სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობისთვის მინიჭებული ქულათა რაოდენობა ათი ქულით შეუმცირდება როგორც 15 კმ/სთ-ზე მეტი, მაგრამ არაუმეტეს 30 კმ/სთ-ის სიჩქარის გადაჭარბების, ასევე 30 კმ/სთ-ზე მეტი, მაგრამ არაუმეტეს 50 კმ/სთ-ის სიჩქარის გადაჭარბების შემთხვევაში, ხოლო 50 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარის გადაჭარბებისას — 20 ქულით.
ამასთან ერთად, ახალი დადგენილებით, ღამის საათებში, კერძოდ, 1:00 საათიდან 06:00 საათამდე, BUS LANE-ში დგომისა და ტვირთის გადაზიდვის უფლება ექნებათ სადისტრიბუციო მანქანებს.