ქურდობა, მაშუქები, პორშე, პარკირების ჯარიმები, კრიმინალი
Aa
Aa

„იღბლიანი“ დღე | Porsche-ს პატრონს მანქანასთან საჯარიმო ქვითარი დახვდა, მაშუქები კი არა...

ამ Porsche-ს პატრონს ძალიან ცუდი დღე ჰქონდა — ხშირი ნამდვილად არ არის, როცა გარეთ გამოდიხართ და თქვენი ავტომობილის მაშუქები ბუდეებიდან ისეა ამოგლეჯილი, რომ ფრთებიც კი დასახიჩრებულია. განსაკუთრებით გულსატკენი კი ეს მაშინაა, როცა მანქანა ძვირადღირებული სპორტქარია.

მძღოლის ბედნიერებას ბონუსად ისიც დაემატა, რომ არასწორი პარკირებისთვის დაჯარიმდა. იუმორის გრძნობა აღმოაჩნდა იმ ინსპექტორსაც, რომელმაც ჯარიმა გამოწერა — ამ უკანასკნელმა ქვითარი საქარე მინის ნაცვლად ამოგლეჯილი მაშუქების ბუდეზე დააკრა... 

View this post on Instagram

A post shared by PARC (@parc.uk)

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები