თიხისგან გამოძერწილი მანქანა — Kia-ს ორიგინალური საჩუქარი რაფა ნადალს
Kia-მ თავისი გლობალური ბრენდის ელჩის, ლეგენდარული რაფაელ ნადალის პატივსაცემად სრულიად უნიკალური, ექსკლუზიური ექსპონატი შექმნა. კომპანიამ ელექტრომობილ EV4 GT-ის სრულმასშტაბიანი თიხის მოდელი წარადგინა, რომლის დამზადებისას საავტომობილო თიხა იმ თიხის კორტებიდან აღებულ თიხასთან გააერთიანეს, რომლებზეც ნადალმა კარიერის განმავლობაში რეკორდული 63 ტიტული მოიპოვა.
„თიხის მეფისადმი“ მიძღვნილი ეს უნიკალური პროექტი სპორტსმენს მალიორკაში, Rafa Nadal Academy-ში პირადად გადაეცა. ის ორ ისეთ სამყაროს აერთიანებს, სადაც თიხას გადამწყვეტი როლი უკავია — კორტს, სადაც ნადალმა თავისი ისტორია დაწერა, და მასალას, რომელსაც Kia-ს დიზაინერები ავტომობილების ფორმების დასახვეწად იყენებენ.

რაფამ თიხის საფარზე სულ 63 ტურნირი მოიგო, მათ შორის სარეკორდო, 14 ტიტული როლან გაროსის პარიზულ კორტებზე. სწორედ ეს წითელი საფარი გახდა Kia-ს დიზაინერების მთავარი შთაგონება. ავტომობილის ნარინჯისფერ-წითელ კორპუსზე დატანილი თეთრი დამცავი ლენტები ჩოგბურთის კორტის ხაზების იმიტაციაა, მოდელზე ასახულია ნადალის ტიტულები, თიხაზე ზედიზედ მოგებული 50 სეტის რეკორდი და ხუთი სეზონი, რომლებიც ნადალმა მსოფლიოს პირველი ჩოგნის სტატუსით დაასრულა.
„ოც წელზე მეტია, Kia ჩემი კარიერის გვერდით დგას — როგორც აღმავლობის, ისე გამოწვევების დროს. ამ საჩუქრის მიღება იმ მასალისგან, რომელმაც ჩემი გზა განსაზღვრა, უდიდესი პატივია“, — განაცხადა ესპანელმა ლეგენდამ.
Kia-სა და ნადალის თანამშრომლობა 2004 წელს დაიწყო, როდესაც Kia Spain-მა ახალგაზრდა ტალანტს მხარი დაუჭირა, ხოლო 2006 წლიდან ის ბრენდის გლობალური ელჩი გახდა. რაც შეეხება თავად Kia EV4 GT-ს — ეს სპორტული ელექტრო ჰეჩბექია, რომელიც მაღალ დინამიკასა და ყოველდღიურ პრაქტიკულობას აერთიანებს. მოდელი 292 ცხ.ძ-სა და 468 ნიუტონს გამოიმუშავებს და 100 კმ/სთ-მდე 5.6 წამში ჩქარდება.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს