13 ნოემბერს მეტეხის ხიდზე საგზაო მოძრაობა ორმხრივად შეიზღუდება
ასი ათასი მოწამის ხსენების დღესთან დაკავშირებით დაგეგმილი ღონისძიების გამო, 13 ნოემბრის 08:00-დან 20:00 საათამდე მეტეხის ხიდზე საგზაო მოძრაობა ორმხრივად შეიზღუდება. აღნიშნულის შესახებ განცხადებას ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტო ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, მოცემულ პერიოდში სატრანსპორტო საშუალებებს გადაადგილება შეეზღუდებათ ევროპის მოედნიდან გორგასლის მოედნის მიმართულებით.
ვახტანგ გორგასლის ქუჩიდან მომავალი საზოგადოებრივი ტრანსპორტი (ავტობუსები: N301, N310, N345, N331, N102 და მიკროავტობუსები: N580, N538, N550, N562) და ავტომობილები მეტეხის ხიდის მიმართულებით მარჯვნივ მოხვევას ვერ შეძლებენ და თავისუფლების მოედნისკენ მოძრაობის გაგრძელებას კოტე აფხაზის ქუჩის გამოყენებით შეძლებენ.
ევროპის მოედნიდან მომავალ ავტომანქანებს გადაადგილება შეეზღუდებათ მეტეხის ხიდის მიმართულებით, წრიული მოძრაობა კი უცვლელი დარჩება.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს