შიგაწვის ძრავა, მერსედესი, ოლა კალენიუსი
Aa
Aa

Mercedes-ის თავმჯდომარის თქმის, შიგაწვის ძრავებს, სულ მცირე, 15 წლით შეინარჩუნებენ

Mercedes-Benz-ი შიგაწვის ძრავების ჩამოწერას არ ჩქარობს. კომპანიის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ, ოლა კალენიუსმა განაცხადა, რომ ბენზინისა და დიზელის ძრავებს კიდევ საკმაოდ ხანგრძლივი სიცოცხლე ელის, მიუხედავად იმისა, რომ გერმანული გიგანტი ელექტრომობილების მიმართულებას აქტიურად ავითარებს.

ასევე იხილეთ: Mercedes-ის დაბადება, ისტორია რომელმაც შეცვალა სამყარო

ინდოეთში გამართულ მედია-შეხვედრაზე კალენიუსმა ისეთი განრიგი წარმოადგინა, რომელიც ამ ათწლეულის საზღვრებს საგრძნობლად სცდება. მან დეტალურად განმარტა, თუ როგორ მოიაზრებს ბრენდი დიზელის, Euro 7-ის სტანდარტებისთვის მზადმყოფი შიგაწვის ძრავებისა და გაფართოებული ელექტრო ხაზის სინთეზს.

„შიგაწვის ძრავები ბაზარზე მინიმუმ 10, სავარაუდოდ კი 15 წელი კიდევ დარჩება. სანამ არსებობს მაღალი მოთხოვნა ჩვენს მაღალტექნოლოგიურ, ჰიბრიდიზებულ შიგაწვის ძრავებზე, ჩვენ მათ ბაზარს შევთავაზებთ“, —აღნიშნა კალენიუსმა.

მან ელექტრომობილობაზე გადასვლას 20-25 წლიანი ინდუსტრიული ტრანსფორმაცია უწოდა და ხაზი გაუსვა, რომ ეს პროცესი 2030 ან 2035 წლისთვის უცებ ვერ დასრულდება. Mercedes-Benz-ი კვლავ აბანდებს ინვესტიციებს შიგაწვის ძრავების განვითარებაში, რათა ისინი Euro 7-ის ახალ ეკოლოგიურ ნორმებს მოარგოს. ეს მოიცავს მათ უახლეს V8 ძრავასაც, რომელიც წარმოებაში რჩება ექსკლუზიური მოდელებისთვის — დამუხტვად ჰიბრიდულ და სრულად ელექტრულ ვერსიებთან ერთად.

უახლოესი სამი წლის განმავლობაში Mercedes-Benz-ი 40-მდე ახალი მოდელის პრეზენტაციას გეგმავს, რომლებიც მოიცავს როგორც ბენზინისა და დიზელის, ისე ჰიბრიდულ და სრულად ელექტრო აგრეგატებს. თავმჯდომარის თქმით, დიზელის ძრავები განსაკუთრებით აქტუალურია კომერციულ ტრანსპორტსა და დიდ სამგზავრო მოდელებში, ამიტომ საფრთხე ჯერჯერობით მათაც არ ემუქრებათ.

დიზელის უპირატესობა განსაკუთრებით აშკარაა იმ მძღოლებისთვის, რომლებიც წელიწადში 60 000-დან 70 000 კილომეტრამდე მანძილს გადიან. ასეთი დიდი გარბენისას დიზელის ეკონომიურობა ბენზინთან ან სტანდარტულ ჰიბრიდთან შედარებით ფინანსურად ყველაზე გამართლებულია.

Mercedes-ის თავმჯდომარის თქმის, შიგაწვის ძრავებს, სულ მცირე, 15 წლით შეინარჩუნებენ — ფოტო 1
Mercedes-ის თავმჯდომარის თქმის, შიგაწვის ძრავებს, სულ მცირე, 15 წლით შეინარჩუნებენ — ფოტო 2
Mercedes-ის თავმჯდომარის თქმის, შიგაწვის ძრავებს, სულ მცირე, 15 წლით შეინარჩუნებენ — ფოტო 3

მიუხედავად ტრადიციული ძრავების შენარჩუნებისა, ელექტრიფიკაციის გეგმა არ იცვლება. Mercedes-Benz-ი გეგმავს, რომ ამ ათწლეულის ბოლომდე თითქმის ყველა საკვანძო სეგმენტში ჰყავდეს ელექტრული ალტერნატივა. ამასთან, კომპანია ლეგენდარული V12 ძრავის წარმოებას სპეციალური ექსკლუზიური მოდელებისთვისაც განაგრძობს.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები