Aa Aa
8 აპრილი 2021  |  11:08

Mercedes EQS-ის გიგანტური ეკრანი Tesla-ს იწვევს

„მერსედესის“ ელექტრო მოდელის ეკრანი გიგანტურია.

Tesla-მ გრძელი ვერტიკალური ეკრანები ტრენდად აქცია. თითქმის ყველა ფუნქციის გააქტიურება ამ ეკრანიდანაა შესაძლებელი. ახლა კი  2022 წლის Mercedes-Benz EQS ელექტრო სედანის ეკრანი, რომელიღაცა ფუტურისტული ფილმიდან გადმოსულს ჰგავს. მას შესაბამისი სახელი აქვს - Hyperscreen.

Mercedes-მა ინტერიერის ფოტო გამოაჩინა, რომელშიც უზარმაზარი ეკრანი ჩანს. ის 56-ინჩიანია! მას რამდენიმე განსხვავებული ინტერფეისი აქვს. ეკრანი სრულიად ბრტყელი არაა. ის 3-განზომილებიანია. ქვემოდან მთვარის ფერი ნათება აქვს, რაც ისე აჩენს, თითქოს ჰაერშია. ეკრანი ყველა კუთხიდან იდეალურად ჩანს.   

ჰიპერეკრანი სამ ნაწილად არის დაყოფილი. მონაცემთა დაფა, ცენტრალური სენსორული ეკრანი და უფრო პატარა ეკრანი მგზავრის სავარძელის წინ. ეკრანს კონდიციონერისთვის საჰაეროებიც კი აქვს.

„MBUX Hyperscreen-ში ინსტრუმენთთა დაფა მინიმალისტურადაა ინტეგრირებელი. მას გარშემო ვერცხლისფერი ჩარჩო აქვს. საჰაეროები და ტყავის ჩარჩო კლასიკური ინსტრუმენტთა დაფის განწყობის შესაქმნელადაა“. - ამბობენ Mercedes-ში.

EQS-ს 350 სენსორი ექნება, რომელიც ამსოლუტურად ყველა ფუნქციას გააკონტროლებს: მძღოლის ტემპერატურის გაზომვით დაწყებული, მისი ყურადღების კონტროლით დასრულებული. ეკრანი კამერას გამოიყენებს, რომელიც სინათლეზე Hyperscreen-ის განათებას დაარეგულირებს.

გარდა ამისა, მძღოლის მხარეს ამოსაწევი ეკრანიც იქნება.

„უფრო დიდი ზომის ამოსაწევი ეკრანი 77-იჩნიანი მთავარი ეკრანის შესაბამისია. ის 1.3 მილიონი ინდივიდუალური სარკეების მატრიცისგან შედგება“.

Mercedes-ი კლიენტებს  ნორმალური ზომის ეკრანიან ვერსიასაც სთავაზობს. ამ შემთხვევში მყიდველი 12.8-ინჩნიან საინფორმაციო-გასართობ სისტემას მიიღებს. რა განსხვავებაა ფასებს შორის, ჯერ არ დაუკონკრეტებიათ.

EQS-ს მთლიანად 15 აპრილს ვიხილავთ. მისი გაყიდვები ზაფხულში დაიწყება. ამ მოდელმა ეკრანების ზომის თამასა ასწია. ახლა ყველა ავტომწარმოებელი მოინდომებს, რომ EQS-ს არ ჩამორჩეს. ასე რომ, Mercedes-მა ეკრანების ომი წამოიწყო.

გაზიარება: