საწვავის ფასი, კანადა
Aa
Aa

კანადაში საწვავი ახლა ლუდზე იაფი ღირს

მსოფლიოს მასშტაბით გადაადგილება შეზღუდულია და საწვავის ფასი კლებას აგრძელებს.

საწვავზე მოთხოვნამ დაიკლო. თუმცა, ფასები სხვადასხვა ქვეყანაში განსხვავებულია. ფასის კლება განსაკუთრებულად კანადაზე აისახა. ახლა იქ საწვავი ლუდზე იაფი ღირს.

CNBC-ის ინფორმაციით, დასავლეთ კანადური ერთი ბარელი საწყვავის ფასი  $4.18-ამდე დაეცა. ფასების ამ დრამატულ კლებას რამდენიმე მიზეზი აქვს.  საწვავზე მოთხოვნა მსოფლიოს მასშტაბით შემცირდა. ჩინეთის ბაზარიც დახურულია.

წინა ორშაბათს ფასი $19.27 ბარელზე დაეცა. ის იყო ყველაზე დაბალი მაჩვენებელი ბოლო 18 წლის განმავლობაში. სულ რამდენიმე თვის წინ ამერიკის შეერთებულ შტატებში ერთი ბარელი 60 დოლარი ღირდა.

ამჟამად, რუსეთი და საუდის არაბეთი ბაზარზე გავლენის მოპოვებისთვის იბრძვიან და იმ საწვავით წალეკეს ყველაფერი, რომელიც ამ დროისთვის არც არავის სჭირდება და არც ყიდულობს.  

არავინ იცის, რა მოხდება მომავალში. ფაქტი კი ასეთია: საწვავის ფასი სწრაფად ეცემა. ეს მანქანის მფლობელებისთვის ერთდროულად კარგი ამბავიცაა და ცუდიც. კარგია ის, რომ მანქანების ავზებს იაფად შეავსებენ. ცუდი კი იმიტომ, რომ წასასვლელი არსადაა.



მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები