ახალი Hyundai Prophecy Concept-ი კომპანიის მომავლის ხედვას ასახავს
Hyundai Prophecy სრულიად ელექტრო კონცეპტ ავტომობილია. მისი სალონი უმაღლესი დონისაა და იმ შემთხვევაში, თუ მანქანა წარმოებაში ჩაეშვება, მისი კონკურენტები Tesla Model 3 BMW i4 იქნებიან. ეს მოდელი ასევე კონპანიის მომავლის ხედვას გვიჩვენებს.
Prophecy i20 სუპერმინის ელემეტებს იზიარებს და უფრო მინიმალისტური შეხედულება აქვს, ვიდრე კომპანიის წინა მოდელებს.

აეროდინამიკის გაუმჯობესებისთვის ფანჯრების შუშები არ იწევა, ფიქსირებულია, რადგან ჩაწეული შუშები ჰაერის დიდ წინაღობას იწვევს. გაგრილების პრობლემის მოსაგვარებლად, ინჟინრებმა ფილტრაციის სისტემა შეიმუშავეს, რომელიც მძიმე ჰაერის შემთხვევაში, სუფთა ჰაერს მანქანის სალონში ავტომატურად უშვებს.
მანქანის წინა ნაწილი ხაზს უსვამს კომპანიის ლოგოს და ახალ ფარებს, რომლებიც პიქსელური ელემენტების სახითაა. უკანა მაშუქები ორ კოშკს მოგაგონებთ. Hyundai-ს თქმით, პიქსელური დიზაინი მათი მომავალი ელექტრო მოდელებისთვის ტიპური იქნება.

Prophecy-ში სტანდარტულ საჭეს ვერ შეხვდებით. მძღოლის წინ სათამაშო პულტის მსგავსი საჭე დაგხვდებათ. მინიმალისტური დიზაინი მონაცემთა დაფასაც შეეხო.
Hyundai Prophecy Concept-ი ნამდვილად ასახავს კომპანიის მომავლის ხედვას და წარმოებაში ჩაშვების შემთხვევაში მეტოქეებს ღირსეულ კონკურენციას გაუწევს.