ჰიბრიდი, ტოიოტა, ტოიოტა პრიუსი, ცნობილი ადამიანების მანქანები
Aa
Aa

20 ცნობილი ადამიანი, რომელიც Toyota Prius-ს მართავს

მიუხედავად იმისა, მოგწონს თუ არა ეს ავტომობილი, Toyota Prius-ი ბევრი ადამიანის ავტოფარეხში დგას. ის ერთ-ერთი ყველა ეკონომიური და ეკოლოგიური ავტომობილია. Prius-ი ფლაგ ინ და Prius c ვერსიასაც გვთავაზობს. ამ ავტომობილის საჭესთან არაერთი ცნობილი ადამიანიც ზის.

„მე მყავს Toyota Prius-ი და ეს სწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯია“, - ამბობს ლეონარდო დიკაპრიო, რომელიც გარემოს დაცვაზე ზრუნავს.  

ქემერონ დიაზმა, Prius-ი ჰოლივუდის სადილეროში შეიძინა. ამ ავტომობილის საჭესთან ორლანდო ბლუმი, ბრედლი კუპერი და ჰარისონ ფორდიც გვინახავს.

ამ სტატიაში თქვენ შეხვდებით 20 ცნობილ ადამიანს, რომელიც Toyota Prius-ს ფლობს.  

ჯესიკა ალბა

ჯესიკა ალბა ლოს ანჯელესის ქუჩებში Toyota Prius-ს მართავს.

ნატალი პორტმანი

ბევრისთვის საყვარელ მსახიობს Prius-ის საჭესთან ხშირად ხედავენ.

ჯენიფერ ენისტონი

სერიალ Friends-ის ვარსკვლავს ეკომეგობრული ავტომობილი ჰყავს. ეს, მისი პიროვნებიდან გამომდინარე, გასაკვირი სულაც არ არის.

მაილი საირუსი

სკანდალურ მომღერალს ავტომობილების საინტერესო კოლექცია აქვს. Toyota Prius-ი კი მას მამამ, ბილი რეი საირუსმა მეთექვსმეტე დაბადების დღეზე აჩუქა.

ქემერონ დიაზი

ჩარლის ერთ-ერთმა ანგელოზმა Prius-ი ჰოლივუდის Toyota-ს სადილეროში შეიძინა.

ჰილარი დაფი

ჰილარი დაფიც Prius-ის მოყვარულთა კლუბშია.

სელმა ჰაეკი

ჰაიეკი გარემოზე აქტიურად ზრუნავს. ჰიბრიდული ავტომობილის მართვის, მას ამ საქმეში თავისი წვლილი შეაქვს.

გვინეტ პელტროუ

"რკინის კაცის" მეუღლეს ნაწილობრივ ელექტრიფიცირებული ავტომობილი ნამდვილად შეეფერება.

რეიჩელ ბილსონი

ბილსონი Prius-ის საჭესთან ლოს ანჯელესის ქუჩებში არაერთხელ შეუნიშნავთ.

ქეით ჰადსონი

ჰადსონი საშუალო ზომის ჰეჩბექს მართავს. 

ჯულია რობერტსი

ამ ჰიბრიდულ ავტომობილს ჰოლივუდის სუპერვარსკვლავიც ფლობს.

სარა მიშელ გელარი

გელარს შავი Prius-ი ჰყავს.

დემი მური

შავ Prius-ს დემი მურიც მართავს.

კირსტენ დანსტი

შავი Prius-ი ჰყავს კირსტენ დანსტსაც.

ლეონარდო დიკაპრიო

ლეო Toyota Prius-ს მართავს. ეკოლოგიის დამცველმა მსახიობმა 2007 წელს დოკუმენტური ფილმი 11th Hour-ი გადაიღო.

სარა ჯესიკა პარკერი

Sex and the City-ს ვარსკვლავს Toyota Prius-, Lexus RX-ი და Mercedes E-Class კაბრიოლეტი ჰყავს. 

ჯულიან მური

ვარსკვლავი Prius-ის საჭესთან ჰოლივუდში არაერთხელ უნახავთ. 

ტომ ჰენქსი

Prius-ს ეს ლეგენდარული მსახიობიც ფლობდა. 

ქეით ბოსვორთი

მსახიობს ვერცხლისფერი Prius-ი ჰყავს.

ემილი ბლანტი

ბლანტის განკარგულებშიც შავი Toyota Prius-ია.

იფიქრებდით, რომ ამ ავტომობილს ამდენი სუპერვარსკვლავის ავტოფარეხში აქვს ადგილი? გარემოს დაცვა დღეს ცნობილ ადამიანებში საკმაოდ ტრენდულია. გულწრფელობის, თუ უბრალოდ თავის მოწონების გამო, ისინი ყოველდღიური მოხმარების ავტომობილად სწორედ Toyota Prius-ს ირჩევენ!

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები