რუსმა ვლოგერმა იდეალური BMW M5 ნახვებისთვის ააფეთქა
რუსი ვლოგერი, რომელიც ინტერნეტსივრცეში LITVIN-ის სახელითაა ცნობილი კიდევ ერთ მანქანას ანადგურებს.
ვლოგერმა პირველად ყურადღება 2020 წლის ოქტომბერში მიიქცია. Mercedes-ის სადილეროსადმი პროტესტის ნიშნად მან AMG GT 63S-ს საწვავი გადაასხა და დაწვა. შემდეგ კი მიმდებარე ტერიტორია ცნობილი რუსული მანქანით დატოვა. ამ ვიდეოს 28 მილიონი ნახვა ჰქონდა. რამდენიმე თვის შემდეგ, ის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ბრენდის სადილეროსაც ეწვია. არჩევანი მან Porsche Taycan-ზე შეარჩია და სადილერო შუშების გავლით დატოვა. ამ ვიდეომ კი 7 მილიონი ნახვა დააგროვა.
2022 წელს კი ვლოგერმა BMW M5 Competition-ის განადგურება გადაწყვიტა. მანქანა მის ერთ-ერთ მეგობარს ეკუთვნოდა. მფლობელის თქმით, "სუპერსედანის" განადგურებით მან თავის მეგობარს მიაგო პატივი, რომელიც გასულ წელს მოსკოვში BMW M4 Competition-ით დაიმტვრა და გარდაიცვალა. თუმცა, შეგიძლიათ ჩათვალოთ, რომ სოციალურ პლატფორმებზე მილიონობით ნახვების დაგროვება უფრო დიდი მოტივაცია იყო.
ამ საოცრად კრეატიული და დიადი კადრების ყურება ზემოთ მიბმულ ვიდეოშია შესაძლებელი. ინფორმაციისთვის კი გეტყვით, რომ ერთ დღეში ამ ვიდეომ 5.2 მილიონი ნახვა დააგროვა. თუ გავითვალისწინებთ, რომ „იუთუბერმა“ უკვე მესამედ გააკეთა მსგავსი სისულელე, შემდეგი იდიოტური ნაბიჯი მისგან ნამდვილად აღარავის გაუკვირდება.