განახლებული დიზაინი და თანამედროვე ტექნოლოგიები: 2021 წლის Audi A3-ის დებიუტი
Audi A3 პირველი იყო, რომელმაც უარი თქვა ჰეჩბექებზე და მხოლოდ სედანი გახდა. 2021 წლისთვის ავტომობილი თავის 4-კარიან სტილს ინარჩუნებს, მაგრამ უფრო მოქნილი ხდება. სალონიც განახლებულია. საინფორმაციო-გასართობი სისტემა კი უფრო დახვეწილია.
ევროპისთვის განკუთვნილი A3 ჰეჩბექის დებიუტი რამდენიმე კვირის წინ ჟენევის ვირტუალურ ავტოშოუზე შედგა, თუმცა სედანთან შედარებით, ის ბევრად მოსაწყენია. სედანის ახალი დიზაინი უფრო კუთხოვანია. წინა მაშუქები უფრო გამოკვეთილია, ცხაურა კი გიგანტური და თანაც არაფუქციონირებადი ჰაერის ორი შემწოვით.

სედანი თავისი წინაპრებისგან ბევრად არ განსხვავდება. თუ ისინი მოგწონდათ, ესეც მოგეწონებათ. უფრო აგრესიული სტილის S-ის და RS-ის ხილვა ბევრად სასიამოვნოა.
A3-ის ინტერიერი განახლებულია. კომპანიამ უარი თქვა ამოწევად სენსორულ ეკრანზე. ახალი 10.1-ინჩიანი ეკრანი ახლა პანელშია ჩამაგრებული. Apple CarPlay და Android Auto სტანდარტულია. MMI ნავიგაცია კი დამატებითი ფუნქციაა. გარდა ტექნიკური განახლებებისა, A3-ის სალონი თავისი ჰექსაგონალური თემით ისევ მიმზიდველია. სტარტის ღილაკიც ადგილზეა.

აგრეგატის დეტალებზე ჯერ ზუსტი ინფორმაცია არ არსებობს, მაგრამ, სავარაუდოდ, 2.0-ლიტრიანი ტურბოდაბრევის 4-ცილინდრიანი ძრავა, 7-სიჩქარიანი გადაცემათა კოლოფით, სტანდარტული იქნება. პაპარაცებმა უფრო აგრესიული შესახედაობის S3-და და RS3-ს ფოტოები უკვე გადაუღეს. Audi-მ ფლაგ-ინ E-Tron-ზეც მიგვანიშნა. ახალი A3-ც აგრეგატის მრავალფეროვან არჩევანს შემოგვთავაზებს.
A3-ის საბაზისო სედანიც კი აგრესიულად გამოიყურება და საკმარისი ტექნოლოგიებით არის აღჭურვილი იმისთვის, რომ Mercedes-Benz A-Class-სა და BMW 2-Series Gran Coupe-ს კონკურენცია გაუწიოს. გაყიდვების დაწყებას Audi წლის ბოლოს აპირებს.

კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს