სუვი, ბიემვი, ბეემვე, ბეემვე იქს 2, ბიემვი იქს 2
Aa
Aa

2021 BMW X2-ის ექსტერიერის განახლებები: რა გააკეთეს არასწორად

მე-5 სერიის მსგავსი ცხაურა და ოდნავ შეცვლილი წინა მხარე, მეტი არაფერი არ შეუცვლიათ.

BMW-ს შემდეგი განახლებული მოდელი X2-ის კროსოვერი იქნება. შეცვლილი დიზაინის მქონე Plug-in ჰიბრიდის მოდელი უკვე ოფიციალურად წარადგინეს, რაც შეეხება ამ კონკრეტულ მოდელს, რომელიც სურათებზეა ასახული, იგი სტანდარტული X2-ია. ამის გარჩევა რთული არაა, რადგან ავტომობილის უკანა მხარეს ორწვეტიანი დიდი მაყუჩი მოჩანს. ასევე სატესტო ავტომობილზე მაღალი ძაბვის მქონე ბატარეების გამაფრთხილებელი ნიშნები არსად არის გაკრული.

ეს ფაქტობრივად პირველი არაჰიბრიდული X2-ის საჯარო ტესტის სურათებია. სამწუხაროდ ბევრს ვერაფერს დავწერთ, რადგან კროსოვერის განახლებები მხოლოდ წინა ნაწილის, ცხაურის და წინა მაშუქების დიზაინს შეეხება.

მრგვალი სანისლე მაშუქები, რომელიც ამ პროტოტიპზე შეინიშნება, სინამდვილეში უბრალოდ მიწეპებული ფოტოებია, რომელიც ახლანდელი X2-ის დიზაინს იმეორებს. წინა მაშუქები ასევე ახალია და ცხაურა ზომაში კიდევ გაიზრდება. თუ ახალი X2 PHEV გინახავთ, სავსებით შესაძლებელია, რომ სტანდარტული X2 იმავე ცხაურას გადმოიღებს.

რა გველის განახლებული X2-ის ფირის ქვეშ, ვერ გეტყვით. ძალოვანი აგრეგატების არჩევანი ახალ მოდელს გადაყვება, ახალი ძრავებს და ტრანსმისიებს ამ კრიზისულ ვითარებაში ვერ შეიმუშავებენ, ზედმეტი ხარჯი იქნება. იგივე ინტერიერსაც ეხება, თუმცა ინფორმაციულ-გასართობი სისტემის უფრო დიდი ეკრანი ფასიანი დანამატების სიაში ყოველთვის შეიძლება აღმოჩნდეს.

ოფიციალური წარდგენის თარიღი უცნობია, მაგრამ არ შევცდებით, თუ ვიტყვით, რომ განახლებულ X2-ს, როგორც 2021 წლის მოდელს, ამ წლის ბოლოს ვიხილავთ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები