Aa Aa
21 ივნისი 2022  |  11:49

კრიშტიანუ რონალდუს პირადმა მცველმა $2-მილიონიანი Bugatti Veyron Vitesse დაუმტვრია

მალიორკაზე დასვენება რონალდუს პირად მცველს კარგად არ დაამახსოვრდება.

კრიშტიანუ რონალდუს ერთ-ერთ პირად მცველს ცუდი დღე ჰქონდა. მან ფეხბურთის ვარსკვლავს Bugatti Veyron Grand Sport Vitesse დაუმტვრია!

რონალდუ ახლა მალიორკაზე ისვენებს. ავარიის დროს მისი ავტომობილები პატარა ესკორტად გადაადგილდებოდა. Manchester United-ის ფეხბურთელი სხვა ავტომობილში იჯდა.

გამოქვეყნებულ სურათებში ჩანს, რომ ფრანგული ჰიპერქარი აგურის კედელს შეეჯახა. როგორც ამბობენ, ავტომობილი მოსახვევში ზედმეტად მაღალი სიჩქარით შევიდა.

Daily Mail-ის თანახმად, პირადი მცველი ავტომობილიდან გადმოვიდა და პორტუგალიელის სხვა ავტომობილში გადაჯდა. საქმის მოგვარება კი პოლიციას მიანდო. იტალიური მედიის ცნობით, Veyron-ი ადგილიდან ევაკუატორმა წაიყვანა.

ავტომობილს წინა ნაწილი დაუზიანდა. შესამჩნევი ზიანი ბამპერსა და სპლიტერს მიადგა. მგზავრის მხარეს Veyron Grand Sport Vitesse-ს უფრო სერიოზული დაზიანებები აქვს და მისი შეკეთება მარტივი არ იქნება.

ბრიტანული გამოცემის თანახმად, ავარიაზე სრული პასუხისმგებლობა პირადმა მცველმა აიღო.

„ავტომობილი კედელს შეეჯახა. ავარიაში არავინ დაშავებულმა. მძღოლმა შემთხვევაზე სრული პასუხისმგებლობა აიღო. მძღოლზე და ავარიის მიზეზზე მეტ ინფორმაციას პოლიცია ფლობს და საჭიროების შემთხვევაში უფრო ფართო გამოძიება ჩატარდება“, - წერს Daily Mail.

რონალდუმ მალიორკაზე იშვიათი Bugatti-ს გარდა, Mercedes-Benz G-Class-იც წაიყვანა. 2021-2022 წლის სეზონში ფეხბურთელმა $125 მილიონი უნდა გამოიმუშაოს. ამიტომ, დაზღვევის არ ქონის შემთხვევაშიც, პორტუგალიელს ავტომობილის შესაკეთებლად საკმარისზე ბევრად მეტი თანხა აქვს. 

გაზიარება: