Aa Aa
5 დეკემბერი 2022  |  11:24

2022 წელს ბაზარზე საუკეთესო ოთხივეწამყვანი ავტომობილები

ოთხივეწამყანი ავტომობილები დღეს ძალიან პოპულარულია. ეს სისტემა მხოლოდ დიდი ზომის სუვებსა და გიგანტურ პიკაპებს არ აქვთ. ავტომწარმოებლები ამ სისტემით თავის სედანებს, ჰეჩბექებსა და უნივერსალებს აწყობენ.

ამ სიაში თქვენ 2022 წლის 10 საუკეთესო AWD ავტომობილს შეხვდებით, რომლებიც წელიწადის ოთხივე სეზონს გადაგაგორებინებთ.

2022 წლის SUBARU IMPREZA

უცნაური იქნებოდა, ამ სიაში Impreza რომ ვერ მოხვედრილიყო. Impreza Subaru-ს ერთ-ერთი ყველაზე ძველი და ყველაზე კარგად გაყიდვადი ავტომობილია, რომელიც 1992 წლიდან გამოდის. ამჟამად მეხუთე თაობაშია. წლების განმავლობაში ის თითქმის ყველა ფორმით იყო ხელმისაწვდომი: 2-კარიანი კუპეთი დაწყებული, 5-კარიანი უნივერსალით დასრულებული. მეხუთე თაობის Impreza 4-კარიანი სედანისა და 5-კარიანი ჰეჩბექის ფორმითაა ხელმისაწვდომი. ეს ავტომობილი საკმაოდ პრაქტიკული და თანამედროვედ აღჭურვილია. მას 8-ინჩიანი მულტიმედია ეკრანი აქვს. სალონი 4 ადამიანს თავისუფლად იტევს. რა თქმა უნდა, AWD სისტემა სტანდარტულია.

2022 წლის მოდელის კაპოტის 2.0-ლიტრიანი 4-ცილინდრიანი ძრავაა, რომელიც 152 ცხენის ძალას და 197ნმ-ს გამოიმუშავებს. 100 კილომეტრზე საშუალოდ 9 ლიტრ საწვავს მოიხმარს. ფასი $19,715-დან იწყება. ყველაზე მაღალ საფეხურზე მდგომი Impreza 2.0i Limited $24,915 ღირს.

2023 წლის MAZDA CX-50

უახლესი  Mazda CX-50 CX-5-ის გზის გაგრძელებაა, რომელიც უგზოობაში თავს უკეთ წარმოაჩენს. მას უკვე ძალიან კონკურენტულ ბაზარზე გამოსვლა მოუწია. CX-ის მთავარი კონკურენტები Hyundai Tucson-ი დაToyota RAV4-ია.

2022 წლის Mazda CX-50-სთვის AWD სისტემა სტანდარტულია. შეძენის მსურველებს ძრავას 2 არჩევანი აქვთ. ორივეს შემთხვევაში გადაცემათა კოლოფი 6-სიჩქარიანი ავტომატიკაა.

საბაზისო მოდელს 2.5-ლიტრიანი 4-ცილინდრიანი ძრავა აქვს, რომელიც 187 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. მეორე არჩევანი ტურბოკომპრესორიანი ძრავაა, რომელიც 256 ცხენის ძალას გვაძლევს. ამ ავტომობილს ჩვენ სიაში ერთ-ერთი საუკეთესო სალონი აქვს. საწყისი ფასი $28,025-ია, რაც მას სასურველ საოჯახო კროსოვერად აქცევს.

2023 წლის AUDI A4

Audi-მ ოთხივეწამყვან სისტემებში თავისი Quattro-თი ნამდვილი რევოლუცია მოახდინა. არა მხოლოდ რალის სამყარო შეცვალა, არამედ საგზაო ავტომობილებისაც. ამ სიაში 2023 წლის Audi A4 მოხვდა, რომელიც  Mercedes C-Class-სა და მესამე სერიის BMW-ს კონკურენტია. მართალია, ამ ავტომობილს წინაწამყვანი არქიტექტურა აქვს, მაგრამ მას Quattro AWD სისტემა დაუმატეს, რომლის საშუალებითაც ძალის 50%-ს უკანა თვლებს უგზავნის.  

2023 წლის Audi A4-ის საწყისი ფასი $40,995-ია. ყველაზე მაღალ საფეხურზე მდგომი Prestige 45 ვერსია $51,995 ღირს. მთელ ხაზს 2.0-ლიტრიანი 4-ცილინდრიანი ტურბოდაბერვის ძრავა, 12-ვოლტიან ჰიბრიდულ სისტემასთან ერთად, 201 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. 45 ვერსიაში კი 261-ს. გადაცემათა კოლოფი ყველა ვერსიაში 7-სიჩქარიანი ორმაგი გადაბმულობის ავტომატიკაა.

2023 წლის SUBARU LEGACY

თუ Subaru Impreza მოგწონთ, მაგრამ რაღაც უფრო დიდსა და მაღალი კლასისას ეძებთ, Legacy თქვენთვისაა. 2023 წლის Legacy მეშვიდე თაობის განახლებული ვერსიაა, რომელსაც დახვეწილი ექსტერიერი და გამდიდრებული ინტერიერი აქვს. მულტიმედია ეკრანი 11.6-ინჩიანია. Apple CarPlay და Android Auto სტანდარტულია.

მყიდველებს ძრავის ორი არჩევანი აქვთ. პირველი ატმოსფერული 2.5-ლიტრიანი 4-ცილინდრიანი ძრავაა, რომელიც 182 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. მეორე არჩევანი 2.4-ლიტრიანი ტურბოდაბერვის 4-ცილინდრიანი ძრავაა. ცხენის ძალები - 240. AWD სისტემა და CVT კოლოფი ყველა მოდელზე სტანდარტულია.

მისი ფასი $25,000 - $38,000 იქნება და კონკურენცია Honda Accord-სა და Hyundai Sonata-ს უნდა გაუწიოს.

2022 წლის HYUNDAI IONIQ 5

ელექტრო ავტომობილების უმეტესობა პრაქტიკულია, მაგრამ, თუ საოჯახო ელექტრო ავტომობილს ეძებთ, რომელსაც AWD შესაძლებლობები და ადეკვატური ფასიც ექნება, მაშინ Hyundai Ioniq 5 თქვენთვისაა. ის Hyundai-ს უახლეს E-GMP პლატფორმაზეა, რომლითაც 2022 Kia EV6 და 2022 Genesis GV60 სარგებლობს. Ioniq 5 ამ პლატფორმაზე არამხოლოდ ყველაზე იაფიანი ახალი ავტომობილია, არამედ ძალიან ტევადი სალონიც აქვს, რაც ყოველდღიურობისთვის პრაქტიკულ ავტომობილად აქცევს. უკანაწამყვანი ვერსიისთვის ერთი ელექტრომოტორი აქვს. ოთხივეწამყავნისთვის - 2. საბაზისო ვარიანტს 58კვ/სთ-იანი ბატარეა აქვს, რომელიც 168 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. უკანაწამყვან ვერსიას, უფრო ძლიერი აგრეგატით,  225 ცხენის ძალა აქვს.

ამ შემთხვევაში ჩვენთვის საინტერესო ორმოტორიანი AWD ვერისაა. ამ ვერსიას 320 ცხენის ძალა აქვს. 0-100კმ/სთ-მდე 5.2 წამში ჩქარდება. 10%-დან 80%-მდე სულ რაღაც 18 წუთში იმუხტება, რაც შთამბეჭდავი შედეგია. 2022 წლის Ioniq 5-ის ფასი  $41,245 - $55,745-ია.

2023 წლის VOLVO S60

Volvo-მ ბოლო წლების განმავლობაში მნიშვნელოვანი ცვლილებები განიცადა. 2023 წლის Volvo S60 შესანიშნავი ავტომობილია დახვეწილი აგრეგატითა და ოთხივეწამყვანი სისტემით.

ეს ავტომობილი კომპაქტური მდიდრული სედანების სეგმენტში გერმანული სამეულის (BMW 3-series, Mercedes C-Class, Audi A4) დომინირების გამო, ხშირად ყურადღების მიღმა რჩება, რაც სამწუხაროა.

2023 წლის Volvo S60-ს 2.0-ლიტრიანი 4-ცილინდრიანი ძრავა აქვს, რომელიც 247 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. Volvo ჰიბრიდულ ვერსიასაც ყიდის, რომელსაც 455 ცხენის ძალა აქვს. ინტერიერი მინიმალისტურია. მულტიმედია სისტემის ეკრანი 9-ინჩიანია. Apple CarPlay და Android Auto სტანდარტულია. მონაცემთა დაფა ციფრულია. საბაზისო მოდელის ფასი $41,000-ია. ყველაზე ძვირადღირებული ვერსია Recharge Polestar Engineered-ია, რომლის შეძენაც $66,000-ადაა შესაძლებელი.

2022 წლის VOLKSWAGEN GOLF R WAGON

2022 წლის Volkswagen Golf R-ი 315-ცხენისძალიანი უნივერსალია, რომელსაც ოთხივეწამყვანი სისტემა აქვს. თანაც მისი მართვა ძალიან სახალისოა. ცხელი ჰეჩბექები ყველას უყვარს. დაუმატე AWD სისტემა და საუკეთესო ფორმულას მიიღებ. ეს გამოცდილი რეცეპტია ისეთ ავტომობილებში, როგორებიცაა Lancia Delta Integrale, Golf R და GR Corolla. მაგრამ, უნივერსალები ოჯახისთვის უფრო პრაქტიკულია. სწორედ ამ დროს ჩნდება სურათში 2022 წლის Golf R უნივერსალი, რომელსაც ყველა სხვა Golf-სგან საუკეთესო დეტალები აქვს აღებული და უფრო მხიარული სამართავიცაა.

ამ უნივერსალს კარგად ნაცნობი 2.0-ლიტრიანი 4-ცილინდრიანი ტურბო ძრავა აქვს, რომელიც 315 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. გადაცემათა კოლოფი 6-სიჩქარიანი მექანიკურია ან 7-სიჩქარიანი DSG. 0-100კმ/სთ-მდე 4.7 წამში აღწევს. მაქსიმალური სიჩქარე 270კმ/სთ, რაც „პეტროლჰედებისთვის“ სრულყოფილ საოჯახო ავტომობილად აქცევს.

2022 წლის SUBARU OUTBACK

მარტივად რო ვთქვათ, Outback-ი დიდი, აწეული უნივერსალია, რომელსაც კროსოვერის კლირენსი აქვს. სალონში კი იმდენი სივრცეა, რომ კონკურენციას საშუალო ზომის სუვებს უწევს. რაც მთავარია, ამ ოთხივეწამყვან ავტომობილს კარგი ყველგანმავალი შესაძლებლობები აქვს.

2022 წლის Subaru Outback-ს ძრავის 2 არჩევანი აქვს: 2.5-ლიტრიანი 4-ცილინდრიანი ვერსია, რომელიც 182 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. მეორე 2.4-ლიტრიანი, 4-ცილინდრიანი ტრუბოდაბერვის ძრავაა. ცხენის ძალები - 260. ორივე ძრავაზე მხოლოდ CVT კოლოფია. ეს ავტომობილი უსაფრთხოების ტესტებში საუკეთესო შედეგებს აჩვენებს. საწყისი ფასი $29,000-ია.

2022 წლის MERCEDES-BENZ CLA 250 4MATIC COUPE

Mercedes-ი CLA-ს 4-კარიან კუპეს უწოდებს, რომელიც ელეგანტურობასა და შესანიშნავ შესაძლებლობებს აერთიანებს. 2022 წლის Mercedes CLA 250 4Matic ჯამში ოთხი ჰეჩბექის სივრცესა და პრაქტიკულობას გვთავაზობს. მისი 2.0-ლიტრიანი ტურბოდაბერვის 4-ცილინდრიანი ძრავა 221 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. 0-100კმ/სთ-მდე 5.6 წამში ჩქარდება. მაქსიმალური სიჩქარე - ელექტრონულად შეზღუდული 210კმ/სთ.  

CLA წინაწამყვან არქიტექტურაზეა დაფუძნებული. ეს იმას ნიშნავს, რომ სიტუაციების უმეტესობაში AWD სისტემა წინაწამყვანი სისტემის მსგავსად მოქმედებს. თუმცა, როცა წინა თვლები ჩაჭიდებას კარგავს, ძალა უკანა თვლებს ეგზავნება. CLA 250 4Matic დახვეწილი ავტომობილია, რომლის ფასიც $41,250-დან იწყება და უახლესი „სამქიმიანი ვარსკვლავის“ მიღების ერთ-ერთი ყველაზე იაფიანი საშუალებაა.

2022 წლის BMW M340I XDRIVE SEDAN

M340i xDrive - ყველაზე სპორტული „ჩვეულებრივი“ მესამე სერიაა, რაც აქამდე გამოუშვიათ. ეს ავტომობილი მხიარულია და დიდი პოტენციალი აქვს. სალონი დიდი და მდიდრულია. ამ სედანში 5 ადამიანი თავისუფლად ეტევა.  

ყველაზე მაღალ საფეხურზე მდგარ ვერსიას 3.0-ლიტრიანი 6-ცილინდრიანი ძრავა და 48-ვოლტიანი მაილდ ჰიბრიდული სისტემა აქვს. ჯამში 382 ცხენის ძალას ვიღებთ. 0-100კმ/სთ-მდე 4.1 წამში აღწევს. M340i Audi S4 და Mercedes C43 AMG-ს კონკურენტია და მისი $54,000-დან იწყება.

გაზიარება: