Aa Aa
17 მაისი 2023  |  10:52

40 წელზე ძველ და საკოლექციო ავტომობილებს კლასიკური ავტომობილის სტატუსი მიენიჭება

72 ხმით, მესამე მოსმენით მიღებულ იქნა კანონპროექტი „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ კანონში ცვლილებების თაობაზე.

პროექტით გათვალისწინებულია კლასიკური ავტომობილის ცნების განსაზღვრება. კერძოდ, ავტომობილი, რომლის წლოვანება 40 წელიწადს აღემატება, შესაბამისი კრიტერიუმებით წარმოადგენს ისტორიულ - კულტურულ ღირებულებას და შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს საკოლექციო ექსპონატად, ჩაითვლება კლასიკურ ავტომობილად. დარეგულირდება აღნიშნული ტრანსპორტის ექსპლუატაციასთან დაკავშირებული საკითხები.

კანონს ასევე ემატება მუხლი, რომელიც საქართველოს მთავრობას დაავალდებულებს მიიღოს შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი, სადაც დეტალურად იქნება განსაზღვრული კლასიკური ავტომობილის კრიტერიუმები და ამ სტატუსის მინიჭების საფუძვლები. ასევე, შემცირდა მათი განბაჟების ტარიფი (1 ლ. 1 სმ. კუბზე). ახალი კანონი ძალაში 1 ივლისიდან შედის. 

წყარო: BM.ge

გაზიარება: