Aa Aa
15 აპრილი 2024  |  14:20

სულთნის ძველ Lamborghini-ის $54,000-ის საბურავები სჭირდება

ბრუნეის სულთნის ოჯახმა მილიარდობით დოლარი დახარჯა 7,000-ზე მეტი ავტომობილის შესაძენად, რომელთა დიდ ნაწილზე, რიგით მომხმარებელს, ხელი არ მიუწვდება. უიშვიათესი Bentley Turbo R Wagon-ის გარდა, სულთნის კოლექციაში კიდევ ერთი საინტერესო მოდელი გვხვდება, შესაძლოა მასზე ბევრად უფრო შთამბეჭდავიც.

წარმოგიდგენთ LM002-ს, Lamborghini-ს, რომელიც პიკაპიდან ფურგონად გადაკეთდა. მანქანის მხოლოდ სამი ცნობილი ეგზემპლარი არსებობს, თუმცა, Lamborghini-ისგან „თანხმობის ბეჭედი“, მხოლოდ ერთმა მოიპოვა. რაც ნიშნავს, რომ ავტომწარმოებელმა, ოფიციალურად მხოლოდ ერთი მანქანის გადაკეთებული ვერსია დაამტკიცა.  

სტანდარტული LM002 უკვე საკმაოდ იშვიათი სანახაობაა. Lamborghini-იმ 1986 წლიდან 1993 წლამდე, LM002-ის მხოლოდ 300 ერთეული გამოუშვა. LM002-ის ეს კონკრეტული ფურგონი მაღალი კლასის დილერს Motikon-ს ეკუთვნის, რომლის კოლექციაშიც მანქანების გრძელი სახურავების გადაკეთება საკმაოდ გავრცელებული პრაქტიკაა.

1989 წლის LM002 შესანიშნავ ფორმაშია და მხოლოდ 10,000 კილომეტრი აქვს გავლილი. მანქანა „საწვავს მოწყურებული“ V-12 ძრავითაა აღჭურვილი. პიკაპიდან ფურგონად გადაქცევამ, მანქანის წონა 500 კილოგრამით, 3,000-ს კილოგრამამდე გაზარდა. „ოფროუდერის“ ფურგონად გადაკეთებას 1960-იან წლებში Bizzarrini-ის ქარხნის მენეჯერი სალვატორ დიომანტე უძღვებოდა.


ჰასალან ბოლიამ, ბრუნეის სულთანმა, ავტომობილით მხოლოდ 1,800 კილომეტრი გაიარა. შემდეგ კი, LM002, BMW-ისა და Volkswagen-ის ყოფილმა აღმასრულებელმა დირექტორმა ბერნდ პიშეტსრიდერმა შეიძინა. ავტომობილმა კიდევ ერთი მფლობელის ხელში გადაინაცვლა და ახლა უკვე, შვედი ქალბატონი, მას სკოლაში ბავშვების სატარებლად იყენებდა. მანქანაში საკმაოდ დიდი სივრცეა, რომელიც მგზავრის სამ სავარძელსა და უკანა რიგში განლაგებულ სამ „დივანს“ იტევს.

იმის გამო, რომ მანქანა 35 წლისაა, ახალი საბურავებიც სჭირდება. Motikon-ის დამფუძნებლისა და აღმასრულებელი დირექტორის ფლიპ ლარსონის განცხადებით, LM002-ის ნაკრების შესაძენად მოლაპარაკებები მიმდინარეობს. თუმცა, მსოფლიოში მისი მხოლოდ ერთი ეგზემპლარია ხელმისაწვდომი და დაახლოებით $54,000 ღირს

გაზიარება: