მოყვარულების ოცნება - 1 000-ცხენისძალიანი Saleen S7 Twin Turbo
ფლაგმანური სუპერავტომობილი დღესაც ისე გამოიყურება, როგორც ადრე.
Saleen S7 ის ავტომობილია, რომლის არსებობის შესახებაც ბევრმა ადამიანმა არ იცის. თუმცა, ვინც იცის, მასზე ყველა სამუდამოდ შეყვარებულია. რატომ? პასუხი მარტივია - S7 ორი ათწლეულის შემდეგ ზუსტად იმ შეგრძნებებს აღძრავს, რაც მისი პირველად დანახვისას გქონდათ. ეს მანქანა უბრალოდ მმმმაგარია! მისი ერთ-ერთი ეგზემპლარი კი აშშ-ში აუქციონზე გასაყიდადაა გამოტანილი.
სურათზე ნაჩვენები, 2005 წელს გამოშვებული S7 ჩვეულებრივი მოდელი არაა. მანქანა Twin Turbo-ა, რაც იმას ნიშნავს, რომ ის მსოფლიოში ერთადერთია. Competition Package-ს 1,000 ცხენის ძალა აქვს. ამჟამად ეს ავტომობილი ფლორიდაშია. განცხადებიდან ვიგებთ, რომ მანქანას სუფთა ისტორია და ძალზედ დაბალი გარბენი აქვს. მის ოდომეტრზე 1,770 კმ-ია გამოსახული.
თუ ჩვენს სტატიებს კითხულობთ და ჩვენს YouTube არხს თვალს ადევნებთ, ეს ფერი აუცილებლად გეცნობათ. დიახ, ეს Lizstick Red-ია, რომელსაც ამ კომპანიის დამაარსებელი წლებია ამაყად იყენებს. ის მისი მეუღლის ტუჩსაცხის ფერია, ჰაჰა! ეს ულამაზესი კორპუსი წინ 19-იან ხოლო უკან 20-იან დისკებზე დგას, რომელზეც პროპორციულად 275/35 და 345/30 ზომის საბურავებია გადაკრული. Competition Package-ში მოდელს კარბონის უზარმაზარი უკანა ფრთა, ტუჩი და დიფუზორი აქვს.
Saleen-ი 7-ლიტრიანი V8 ძრავით არის აღჭურვილი, რომელსაც ალუმინის ბლოკი აქვს. Fountain Race Engines-მა 2019 წელს მანქანა სპეციალურად დამზადებული დგუშებით, ბარბაცით, მანაწილებელი ლილვითა და სხვა დეტალებით აღჭურვა. 2022 წელს Heffner Performance-მა ახალი ტურბინა და ინჟექტორებიც მიაყენა. მოკლედ, მანქანა იმაზე ძლიერია, ვიდრე ქარხნის დატოვებისას იყო. წარმოიდგინეთ, რა სიამოვნება მისი საჭის მორგება და მართვის სიამოვნების შეგრძნება! იფ!