სტატისტიკა, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური, ექსპორტი, იმპორტი, მსუბუქი ავტომობილები
Aa
Aa

საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო საქონელი მსუბუქი ავტომობილებია | საქსტატი

საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა საქართველოში საქონლით საგარეო ვაჭრობის წინასწარი მონაცემები წარმოადგინა. საქსტატის ანგარიშით, 2024 წლის იანვარ-სექტემბრის პერიოდში, საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო საქონელი კვლავ მსუბუქი ავტომობილებია.

იანვარ-სექტემბერში, საქართველოს საგარეო ვაჭრობის ბრუნვამ $16.77 მილიარდს გადააჭარბა, საიდანაც ექსპორტმა $4.7 მილიარდი, ხოლო იმპორტმა $11.9 მილიარდი შეადგინა. აქედან, მიმდინარე წლის პირველ ცხრა თვეში, როგორც საექსპორტო, ისე საიმპორტო სასაქონლო ჯგუფებში პირველი ადგილი მსუბუქმა ავტომობილებმა დაიკავა. 

2024 წლის იანვარ-სექტემბრის პერიოდში მსუბუქმა ავტომობილებმა ქვეყნის მთლიანი იმპორტის 19.5% შეადგინა. ეს ნიშნავს, რომ საქართველოში, ამ პერიოდში, $2.34 მილიარდის ღირებულების ავტომობილები შემოვიდა. მსუბუქი ავტომობილების უმსხვილესი იმპორტიორი კი ამერიკის შეერთებული შტატებია.

წელს აშშ-იდან საქართველოში დაახლოებით $1.49 მილიარდის ღირებულების მსუბუქი ავტომობილების იმპორტი განხორციელდა. შეერთებულ შტატებთან ერთად, საქართველოში მსუბუქი ავტომობილების უმსხვილესი იმპორტიორები არიან გერმანია, იაპონია, თურქეთი, სამხრეთი კორეა და ჩინეთი.

2024 წლის პირველ ცხრა თვეში, მთლიანი ექსპორტის 36.8%-ს შეადგენდა მსუბუქი ავტომობილები. იანვარ-სექტემბრის პერიოდში, საქართველომ ექსპორტზე დაახლოებით $1.763 მილიარდის მსუბუქი ავტომობილები გაიტანა. აღნიშნულ დროის მონაკვეთში საქართველოდან მსუბუქი ავტომობილების უდიდესი ნაწილი ყირგიზეთში გადიოდა. ყირგიზეთთან ერთად კი, საქართველოდან მსუბუქი ავტომობილები ასევე ყაზახეთში, აზერბაიჯანში, სომხეთსა და  უზბეკეთში გადის.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები