სუპერქარი, ბუგატი, უნიკალური ავტომობილი, ბუგატი ბრუიარი
Aa
Aa

უნიკალური 1 578 ცხ.ძ-იანი Brouillard | Bugatti-ის ყველაზე ძვირად ღირებული სუპერქარი?

Brouillard-ი ავტომწაროებლის უახლესი პროგრამის,  ფარგლებში შექმნილი პირველი სუპერქარია.

ეთორი ბუგატი საავტომობილო ინდუსტრიას ყოველთვის წინ რომ უსწრებდა, ეს სიახლე არავისთვის არაა. Bugatti კი, თავისი დამფუძნებლის დაწყებულ საქმეს ახლაც წარმატებით აგრძელებს. თუმცა წარსულთან კავშირში.

საინტერესოა, რომ ფრანკო-იტალიელი მაესტროს საყვარელ ცხენს, სახელად „ბრუიარს“, საკუთარი საჯინიბოს კარის გაღება თავად შეეძლო. თან, სწრაფადაც. ისევე, როგორც მანქანას, რომელსაც მისი სახელი ჰქვია: თქვენ წინაშეა უნიკალური, სპეციალური შეკვეთით დამზადებული Bugatti Brouillard-ი.

Bugatti-ს ნამდვილად არ უთქვამს, რომ მის უახლეს ქმნილებას საკუთარი საჯინიბოს კარის გაღება შეეძლება, თუმცა დაადასტურა, რომ მას ძალიან, ძალიან ბევრი ცხენის ძალა ექნება. უფრო ზუსტად კი, 1 578 - W16-ის ძრავის წყალობით. სწორად გახსოვთ - Bugatti-მ ყველა W16-ძრავიანი ავტომობილი გაყიდა, მაგრამ ეს შემთხვევა მცირედით განსხვავებულია. უახლესი პროგრამის, Solitaire-ის ფარგლებში, Bugatti-ის არსებულ კლიენტებს თავიანთი ავტომობილებისთვის სრულად, ხელით აწყობილი ძარების შეკვეთა შეუძლიათ. სწორედ ისე, როგორც წარსულში, როდესაც Type 57-ის ძარა Galibier-ს, Stelvio-ს, Ventoux-სა და Atalante-ს ვერსიებად გარდაიქმნა.

ღია ჰაერის შემშვები ხვრელები მანქანაში ჰაერის ნაკადის გასაუმჯობესებლად და W16-ის რადიატორების უკეთ გაგრილებისთვის ჰაერის უზარმაზარ მასებს გზავნიან. ამ 8-ლიტრიან ძრავას ათი ასეთი ხვრელი აქვს, რადგან ის უზარმაზარ რაოდენობას სითბოს წარმოქმნის. მეტი ჰაერი = უფრო გრილი ძრავა.

Brouillard-ს ასევე აქვს უკანა დიფუზორი, რომელიც, Bugatti-ს თქმით, ინოვაციური გამონაბოლქვის საშუალებით მაქსიმალურად აუმჯობესებს მანქანის აეროდინამიკას, რაც W16 პლატფორმის განვითარების კულმინაციას წარმოადგენს. ასე რომ... დიახ. ეს ყველაფერია, რაც W16-ის შეუძლია. Bugatti-ის ჯერ-ჯერობით ამ სუპერქარის ფასი არ გაუსაჯაროებია, თუმცა მისი უნიკალურობისა და შესაძლებლობების გათვალიწინებით, ღირებულება სავარაუდოდ $30 მილიონს გადააჭარბებს.

Bugatti-ს თქმით, Brouillard-ის მეპატრონე არა მხოლოდ საავტომობილო ისტორიის დიდი მოყვარულია, არამედ ეთორის მამის, კარლოს მიერ დაპროექტებულ ავეჯს და მისი ძმის, რემბრანდტის ქანდაკებებსაც აგროვეს. ხოლო რაც შეეხება პროექტს, ავტომწარმოებლის ინფორმაციით, Solitaire უიშვიათესი პროგრამა იქნება და ის წელიწადში მხოლოდ ორ ავტომობილს გამოუშვებს. შესაბამისად, ერთი უნიკალური ვერსიის დამზადებას საჭიროზე მეტი დრო და ძალისხმევა დაეთმობა.

 

მსგავსი სიახლეები