ლე მანის 24 საათი, კაბრიოლეტი, ამერიკული კუნთები, კორვეტი, შევროლეტი, კუპე, ვ8, ქოლევეი, კარბონის ძარა
Aa
Aa

ლეგენდარული Corvette-ი პარალელურ სამყაროში

Callaway ამერიკული კომპანიაა, რომელიც უკვე დიდი ხანია „კორვეტის“ ტიუნინგით არის დაკავებული. კომპანია 1973 წელს ექსტრემალური მართვის ინსტრუქტორმა რივზ ქოლევეიმ ჩამოაყალიბა. იგი General Motors-ის მიერ წარმოებულ ავტომობილებზე და „კორვეტებზე“ იყო ორიენტირებული. ჩვენი დღევანდელი სტატია ამ კომპანიის ყველაზე ხმაურიან მოდელს შეეხება, რომლის სახელიც Callaway C12-ია.

Tres rare uique Corvette C5 Callaway C12 toit fix de 1999

პირველი C12 1997 წელს გამოუშვეს. მას წინა მაშუქები ფიქსირებული ჰქონდა, რაც „კორვეტისგან“ განსხვავებული იყო, ხოლო უკანა ფარები კი Opel Tigra-სგან ჰქონდა აღებული და იგი საკმაოდ ოსტატურად იყო მოხდენილი. მიუხედავად ბევრი ვიზუალური ცვლილებებისა, სულ რომ არ გცოდნოდათ რა მანქანა იყო, პირველი შეხედვისას მაინც „კორვეტს“ მიამსგავსებდით, რადგან სილუეტი აშკარად მისი იყო.

Corvette Of The Day: 1998 Callaway C12 Corvette

აგრეგატებიც კორვეტის ჰქონდა, თუმცა მნიშვნელოვანი ჩარევების გამო 5.7-ლიტრიანი LS1 ძრავიდან 440 ცხენის ძალა იყო ამოღებული. წონის უკეთესი გადანაწილებისთვის გადაცემათა კოლოფი უკანა დიფერციალზე იყო მიმაგრებული, ეს კონფიგურაცია „კორვეტისთვის“ უცხო იყო, ამიტომ „ქოლევეი“ უკეთესი მართვის უნარებით იყო გამორჩეული. სამუხრუჭე სისტემა 4-დგუშიანი იყო და მისი უკანა საბურავების სიგანე 335 მმ-ს შეადგენდა. განიერი 19-იანი საბურავები საფართან უკეთესს მოჭიდებას განაპირობებდა, ვიდრე „კორვეტის“ შემთხვევაში. ავტომობილი იმდენად დახვეწილი გამოვიდა, რომ 2001 წელს კომპანიამ „ლე მანის“ რბოლაში მიიღო მონაწილეობა, სადაც საკვალიფიკაციო გარბენი პირველი ადგილით დაასრულა. ამ მიღწევის აღსანიშნავად მათ 5 ერთეული C12 R მოდელი გამოუშვეს, რომლის ძარაც კარბონისგან იყო დამზადებული.

Dale Earnhardt Jr.'s Callaway C12 Finds a New Home and Helps Define The  Market - Hagerty Media

აღნიშნული მოდელი Coupe, Cabrio da Convertible-ი გამოდიოდა და მისი მფლობელების სიაში არაერთი ცნობილი ამერიკელი მრბოლელის სახელსაც ამოიცნობთ, როგორიც „ნასქარის“ ლეგენდა  დეილ ირნჰერთი იყო.

მსგავსი სიახლეები