Mazda Miata-ს „ავტორი“, ტომ მატანო, 76 წლის ასაკში გარდაიცვალა
პირველი თაობის Mazda Miata-ს ლეგენდარული დიზაინერი, ტომ მატანო 76 წლის ასაკში გარდაიცვალა. მატანოს გარდაცვალების ფაქტი Miata Reunion-მა გამოცემებს დაუდასტურა.

მატანოს მრავალწლიანი კარიერა ბევრ ავტომობილსა და კომპანიას მოიცავს. თუმცა იაპონელი ავტოდიზაინერი ყველაზე მეტად მაინც Mazda-ში გატარებული დროით დაგვამახსოვრდა. 1983 წლიდან ის აშშ-ში Mazda-ს პირველ დიზაინის სტუდიას ჩაუდგა სათავეში. სწორედ ამ პერიოდში ხელმძღვანელობდა MX-5 Miata-ს დიზაინის შემუშავების პროცესსაც. იდეა კი რეალობად აქცია და მოგვიანებით, ყველა დროის ყველაზე ლამაზი იაპონური მოდელის, მესამე თაობის RX-7-ის დაპროექტებაც თავის თავზე აიღო.

მატანო ენთუზიასტთა საზოგადოების საყვარელი წევრი იყო. მას კარგად ესმოდა, რომ Miata-ს მსგავსი მანქანის წარმატება მხოლოდ მათი ბაზარზე გამოშვებით არ შემოიფარგლებოდა და მისგან მხარდაჭერასაც მოითხოვდა. სწორედ ამიტომ, ავტოდიზაინერი Miata-ს თითქმის ყველა ღონისძიებაში იყო ჩართული. რამდენიმე მოდელზე მისი ხელმოწერა და სლოგანია - „მუდმივად შთაგონებული“ - დატანილი.
ამასთან ერთად, მატანო პედაგოგიც გახლდათ. 2002 წელს, Mazda-ს დატოვების შემდეგ სათავეში სან-ფრანცისკოს ხელოვნების აკადემიის უნივერსიტეტის სამრეწველო დიზაინის სკოლას ჩაუდგა. მატანო პენსიაზე მხოლოდ წელს გავიდა.
 
                             
                                                         
                                                                 
                                                                 
                                                                 
                                                                 
                                                                 
                                                                 
                                                                 
                                                                 
                                                                 
                         
                         
                        