სუპერქარის სიმძლავრე Porsche 911-ის ფასად | ახალი RTR Mustang
RTR-მა თავისი ახალი „ჰალო“ ავტომობილი Spec 5 Mustang-ი წარადგინა. და ეს ყველაფერი ცოტა არ იყოს არასერიოზულია, რადგან ავტომობილის ღირებულება $159 999-დან იწყება. გამოდის, რომ RTR Mustang-ის ფასი 2026 წლის Mustang Dark Horse-ზე $95 619-ით მეტია.
უახლესი მოდელი Mustang GT-ზეა დაფუძნებული და Performance Package-ის პაკეტი მოჰყვება. შედეგად, ავტომობილი ყველასათვის ნაცნობი 5-ლიტრიანი V8 ძრავითაა აღჭურვილი, რასაც 3-ლიტრიანი Whipple-ის სუპერჩარჯერი ემატება, ასევე HD Race Intercooler-ის სისტემა და HD Race Intercooler. ამ ცვლილებების წყალობით, ავტომობილის სიმძლავრე 870+ ცხენის ძალამდე და 894 ნიუტონ მეტრამდე იზრდება. ეს GT-სთან შედარებით 390 ცხენის ძალით და 332 ნმ-ით მეტია.
RTR-ს არ დაუკონკრეტებია, თუ რამდენად სწრაფია ეს „პონი მანქანა“. მაგრამ ცნობილია, რომ ძრავა წყვილდება, როგორც 6-სიჩქარიან მექანიკურ, ასევე 10-სიჩქარიან ავტომატურ გადაცემათა კოლოფთან. მყიდველები ასევე 20-ინჩიან ალუმინის დისკებს მიიღებენ, რომელიც Michelin Pilot Sport 4S-ის საბურავებშია გახვეული. Mustang-ს აქვს Brembo-ს სამუხრუჭე სისტემა, ვენტილირებადი კაპოტი, განათებული ცხაური, კარბონის სპეციალური გრაფიკა და კომპონენტების მთელი რიგი, მათ შორის წინა სპლიტერი, გვერდითი კალთები.
კომპანიამ ინტერიერის შესახებ მხოლოდ მცირე ინფორმაცია მოგვაწოდა, თუმცა ზუსტად ვიცით, რომ სალონში Recaro-ს სპორტული სავარძლები დაგვხვდება და სერიული ხელსაწყოთა პანელი, რომელზეც ვონ გიტინ ჯუნიორის ხელმოწერაა ამოტვიფრული. მე-5 სპეციფიკაციის წარმოება 2026 წლის მოდელისთვის 50 ერთეულით შემოიფარგლება და მისი ფასი საბაზისო Mustang GT-საც მოიცავს.