რამდენს გადაიხდიდით პოლ უოკერის Ford GT-ში? | აუქციონი უკვე დაწყებულია
რამდენს გადაიხდიდით ავტომობილში, რომელსაც ერთ დროს „ფორსაჟის“ ლეგენდარული მსახიობი, პოლ უოკერი საკუთარ კოლექციაში ინახავდა? თუ თქვენი პასუხი ნახევარ მილიონ დოლარზე ნაკლებია, მაშინ მასთან გამომშვიდობება მოგიწევთ, რადგან Bring a Trailer-ის აუქციონზე, ავტომობილის შეფასებამ, ერთი კვირის განმავლობაში, $550 000-ს მიაღწია.
განცხადების თანახმად, ეს GT უოკერის კოლექციის ნაწილი იყო, თუმცა მისი წარმომავლობა უცნობია. კაპოტის ქვეშ Ford-ის 5.4-ლიტრიანი V8 სუპერჩარჯერი ძრავა იმალება, რომლის სიმძლავრეც უკანა ბორბალზე Ricardo-ს 6-სიჩქარიანი მექანიკური გადაცემათა კოლოფით ნაწილდება. ძრავა 550 ცხენის ძალას გამოიმუშავებს, ხოლო მაბრუნი მომენტი 677 ნიუტონ მეტრს აღწევს.

თუმცა უოკერის Ford-ი შესაძლებლობის მიღმაც უნიკალურია. განსაკუთრებულს კი, ამ ავტომობილს მისი ექსტერიერი ხდის. ეს არის ერთ-ერთი იმ 2005 წლის 14 ერთეული GT-დან, რომლისთვისაც Mark IV Red-ი გამოიყენეს, თანაც სარბოლო ზოლების გარეშე. მანქანა უმეტესად ქარხნულია, ხოლო ძრავის ზედაპირზე სტივ სალინის ხელმოწერაა გამოსახული.

Ford-ის მოდელი Penske-ს ამორტიზატორებით, Accufab-ის დროსელ-საფარების კორპუსითა და განახლებული გამოსაბოლქვი სისტემითაა აღჭურვილი. მოდელი 19 და 20-ინჩიან ADV.1-ის დისკებზე დგას, რომელიც Michelin Pilot Sport Cup 2-ის საბურავებშია დაფარული. გასაყიდ კომპლექტშია BBS-ის მსუბუქი ალუმინის დისკების ნაკრები, Goodyear Eagle F1-ის სალტით.

ქარხნულ ნაწილებს შორისაა McIntosh-ის სტერეო CD პლეიერი და წითელი სამუხრუჭე კალიპერები, ხოლო სალონის მორთვისას შავი ფერის ტყავია გამოყენებული. ცნობისთვის, ავტომობილში ჩაჯდომა გასაღების გარეშეა შესაძლებელი, ხოლო დაქოქვა ღილაკით ხდება.