დრაგი, ბიემვი, ფორდი, ფორდ მუსტანგი, ბმვ, ბმვ მ4, ბიემვი მ4
Aa
Aa

Mustang Dark Horse-ს მხოლოდ ერთი გზა აქვს BMW M4-ის დასამარცხებლად

სწორი გზები სწრაფი მანქანებისთვისაა შექმნილი – როგორც წესი, ის იმარჯვებს, ვისაც მეტი სიმძლავრე აქვს. თუმცა მთავარი საკითხი აქ სულ სხვა რამაა: როგორ უმკლავდებიან იგივე ავტომობილები მკვეთრ დამუხრუჭებასა და მოსახვევებს? სწორედ ამის გარკვევას ისახავს მიზნად U-drag რბოლები. დღეს კი ჩვენ გვაქვს შანსი ვნახოთ, როგორ გაუმკლავდება სუპერჩარჯერიანი Ford Mustang Dark Horse გერმანულ BMW M4 Competition-ს.

ორივე მანქანა სწრაფი და მძლავრია, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, თუ როგორ იყენებენ ისინი ამ სიმძლავრეს ტრასაზე. უკანა წამყვანი BMW M4 შესამჩნებ უპირატესობას იკრეფს და, თითქოს, Mustang-ს, სანამ თავის მთელ სიმძლავრეს უკანა ბორბლებზე გადაიტანს, ამ დისტანციის დაფარვა უნდა გაუჭირდეს. თუმცა სიჩქარის ზრდასთან ერთად, Mustang-ი ამ ჩამორჩენის აღმოფხვრას იწყებს. ხოლო მაშინ, როდესაც ისინი დამუხრუჭების ზონაში გადადიან, BMW-ს ლიდერობაც უკვე მცირდება.

შემდეგი კრიტიკული მომენტი დამუხრუჭებაა: ამ დროსაც Mustang-ი ბევრად სტაბილურია და BMW-ს სრულად ეწევა. 5-ლიტრიანი V8 ძრავა კონტროლს იღებს, Mustang-ი წინ მიიწევს და გამარჯვებით ასრულებს რბოლას.

მეორე რბოლაშიც იგივე ისტორია მეორდება, თუმცა უფრო დიდი სხვაობით. ამჯერად Ford-ი BMW-ს დამუხრუჭებამდეც კი ეწევა და აქედან BMW თითქმის უკვე განწირულია. Mustang-ი მოგვიანებით ამუხრუჭებს, უფრო თავდაჯერებულად უხვევს და იმარჯვებს. და მაინც, როგორ დაამარცხა ამერიკულმა „მასკლ ქარმა“ BMW-ს ერთ-ერთი საუკეთესო ავტომობილი ასე ადვილად? რიცხვები ბევრ რამეს ხსნის:

Edmunds-მა Dark Horse-ის ძრავას სუპერჩარჯერი დაუმატა, რის შედეგადაც ის ახლა 810 ცხენის ძალასა და 834 ნიუტონ-მეტრს გამოიმუშავებს – შედარებისთვის, BMW-ს სტანდარტულ 503 ცხენის ძალასა და 650 ნიუტონ-მეტრთან. მიუხედავად იმისა, რომ Mustang-ი უფრო მძიმეა (1 870 კგ), მისი სიმძლავრისა და წონის თანაფარდობა გაცილებით უკეთესია.

რა თქმა უნდა, ამ ტიპის სიმძლავრეს თავისი ფასიც აქვს. Mustang Dark Horse-ის ფასი, სუპერჩარჯერის პაკეტის გათვალისწინებით, $90 000-მდე იზრდება, თუმცა ის მაინც გაცილებით ნაკლებია BMW-ს $108 945-ზე. საბაზისო ღირებულებით, Ford-ის ფასი დაახლოებით $59 000-დან იწყება, ხოლო M4 Competition-ის ფასი $84 000-ზე მეტია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები