საქართველო, ბენზინი, ბენზინის ფასი
Aa
Aa

ერთ კვირაში დიზელი კიდევ 5-დან 30 თეთრამდე გაძვირდა - რა ღირს ერთი ლიტრი

ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ზოგიერთ ბენზინგასამართზე დიზელი კიდევ გაძვირდა. კერძოდ, 29 აპრილიდან დღემდე ზრდა 5-დან 30 თეთრამდეა. „ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ მონაცემებს, თუ როგორია დიზელის ფასი სხვადასხვა ბრენდულ ბენზინგასამართ სადგურზე და როგორ შეიცვალა მისი ღირებულება ბოლო ერთ კვირაში.

Gulf - ზრდა 30 თეთრი

  • G-Force ევრო დიზელი - 4.37 (4.07 ლარი იყო), გაიზარდა 30 თეთრით;
  • ევრო დიზელი - 4.27 ლარი (3.97 ლარი იყო), გაიზარდა 30 თეთრით.·

Wissol - ზრდა 5 თეთრი

  • ეკო დიზელი - 4.27 ლარი (4.22 ლარი იყო), გაიზარდა 5 თეთრით;
  • ევრო დიზელი - 4.24 ლარი (4.19 ლარი იყო), გაიზარდა 5 თეთრით;·

Socar - ზრდა მაქსიმუმ 22 თეთრი

  • ევრო 5 დიზელი - 4.14 ლარი (3.92 ლარი იყო), გაიზარდა 22 თეთრით;
  • ნანო ევრო 5 დიზელი - 4.24 (4.02 ლარი იყო), გაიზარდა 22 თეთრით.·

Rompetrol - ზრდა 10 თეთრი

  • Efix ევრო დიზელი - 4.22 ლარი (4.12 ლარი იყო), გაიზარდა 10 თეთრით;
  • ევრო დიზელი - 4.17 ლარი (4.07 ლარი იყო), გაიზარდა 10 თეთრით.·

Portal – ზრდა 5-6 თეთრი

  • ევრო დიზელი - 4.04 ლარი ( 3.99 ლარი იყო), გაიზარდა 5 თეთრით;
  • ეფექტური დიზელი - 3.75 ლარი ( 3.69 ლარი იყო), გაიზარდა 6 თეთრით.

შეგახსენებთ, რომ საწვავზე ფასების ზრდა მას შემდეგ დაიწყო, რაც ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენების გამო, (2026 წლის მარტი) ჰორმუზის სრუტის გავლით გადაზიდვები შეფერხდა. ეს მაშინ, როდესაც მსოფლიო ნავთობის მომარაგების დაახლოებით მეხუთედი, სწორედ, ჰორმუზის სრუტით ხორციელდებოდა. აშშ-ისრაელსა და ირანს შორის ომის დაწყების შემდეგ კი, სრუტეში გადაადგილება თითქმის შეჩერდა, რაც გავლენას ახდენს „შავი ოქროს“ გლობალურ ფასებზე.

ამ პერიოდის განმავლობაში 85.6%-ით მოიმატა დიზელზე „პლატსის" ფასმა. (როგორც ცნობილია, საქართველოში საწვავის საცალო ფასი „პლატსის“ მიხედვით დგინდება). უფრო კონკრეტულად, თებერვალში „პლატსის“ მიხედვით დიზელია საშუალო ღირებულება ტონაზე 701.59 აშშ დოლარს შეადგენდა, აპრილში კი 1302.23 აშშ დოლარს.

მსგავსი სიახლეები