თბილისი, რუსთაველის გამზირი, რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია, ზონალური პარკირება
Aa
Aa

ქუჩები, სადაც ნოემბრის ბოლომდე პარკირება უფასო იქნება

რუსთაველის გამზირზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, მიმდებარედ მდებარე რამდენიმე ქუჩაზე ზონალური პარკირების სისტემა დროებით გაითიშა. შესაბამისად, აღნიშნულ ქუჩებზე, სამუშაოების დასრულებამდე, პარკირება მოქალაქეებისთვის უფასო იქნება.

კერძოდ, ნოემბრის ბოლომდე ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა დროებით გათიშულია მთაწმინდის 28 ქუჩაზე:

თაბუკაშვილის, ვაჩნაძის, შენგელაიას, ლეონიძის, სულხან-საბას, ინგოროყვას, გუდიაშვილის, ფურცელაძის, ჯორჯაძის, ჭანტურიას, ლაღიძის, მესხიას, აბაშიძის, ჯავახიშვილის, ახვლედიანის, ძმები კაკაბაძეების, ქიაჩელის, ნიკოლაძის, მიმინოშვილის, გრიბოედოვის, ჭავჭავაძის, ლაღიძის, ბესიკის, ჟვანიას, შევჩენკოს, ლესია უკრაინკას, ძმები ზუბალაშვილებისა და ჭიჭინაძის ქუჩებზე.

შეგახსენებთ, რომ რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია 23 ივლისს დაიწყო და, არსებული გეგმით, ნოემბრის ბოლოს დასრულდება.

მსგავსი სიახლეები