ჯარიმები, პარკირება, თბილისი, პარკირების ჯარიმები
Aa
Aa

7 თვეში პარკირების ჯარიმებით ბიუჯეტში შესულმა თანხამ 13.6 მლნ ლარი შეადგინა

7 თვეში თბილისში პარკინგის ჯარიმებიდან ბიუჯეტში შესული თანხა წლიურად 80%-ით გაიზარდა და 13.6 მლნ ლარი შეადგინა. უფრო კონკრეტულად, საქართველოს ნაერთი ბიუჯეტის შემოსულობების (კონსოლიდაციის გარეშე) მიხედვით, წელს იანვარ-ივლისში პარკირების ჯარიმებიდან ბიუჯეტში 13 637 784 ლარი შევიდა, წინა წლის იგივე პერიოდში კი, ეს მაჩვენებელი 7 588 944 ლარი იყო.

რაც შეეხება 2025 წლის სრულ მაჩვენებელს, შარშან ბიუჯეტში აღნიშნული დარღვევიდან ჯამში, 17 527 091 ლარი შევიდა.

ცნობისთვის, 2022 წლის შემოდგომიდან პარკირების წესების დარღვევაზე ჯარიმები გაიზარდა და ნაცვლად 10 ლარისა, 50 ლარი გახდა.

აღსანიშნავია, რომ სტატისტიკის მიხედვით, გაზრდილია ზოგადად საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ბიუჯეტში შესული თანხის მოცულობაც.

უფრო კონკრეტულად, ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, წელს 7 თვეში საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის გამოწერილი ჯარიმებიდან ხაზინაში 163 896 900 ლარი შევიდა, 2025 წელის ანალოგიურ პერიოდში - 126 442 720 ლარის აკუმულირება მოხდა.

წყარო: BPN

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები