Aa Aa
8 აგვისტო 2020  |  11:14

„2 Fast 2 Furious-ში” დამტვრეული Saleen Mustang-ის ისტორია

იმ პერიოდში Saleen Mustang-ი 60,000$ ღირდა.

Saleen Mustang-ს მცირე ხნიანი, თუმცა დასამახსოვრებელი გამოსვლა ჰქონდა 2003 წლის „2 Fast 2 Furious-ში“. ეკრანზე რამდენიმე წუთიანი სცენის ბოლოს ის სატვირთო ავტომობილმა ნაწილებად დააქუცმაცა. „Fast and Furious-ის“ ტექნიკური მრჩეველი ქრეგ ლიბერმანი ამბობს, რომ თავიდაპირველად გადაიღებდნენ თუ არა აღნიშნულ სცენას არ იცოდნენ.

ფილმში მუსტანგი იმ დროს ნადგურდება, როდესაც კრიმინალურ ჯგუფს პოლიციელთა მანქანები მისდევენ. ეს ნაწილი სცენარში შეტანილი იყო. იმისათვის, რომ გზატკეცილზე გამართული რბოლა მოსაწყენი არ ყოფილიყო გუნდმა შეჯახების რამდენიმე სცენის გადაღება დაგეგმა.

პროდიუსერები მანქანების ნაირსახეობებს ეძებდნენ. სიუჟეტს ფილმის მთავარ გმირებთან - Mitsubishi Eclipse-სა და Mitsubishi Evo VII-სთან - ერთად კონტრასტისთვის “Muscle Car-ებიც“ შემატეს. იმ დროისთვის Saleen-ი მაღალი პოპულარობით სარგებლობდა. ლიბერმანი კი კომპანიის დამაარსებელს, Steve Saleen-ს იცნობდა, რომელთანაც წარსულში ნამუშევარი ჰქონდა.

კომპანიამ გადამღებ ჯგუფს ერთი ნამდვილი Mustang S281 ვერსია გადასცა. აღნიშნული მანქანა “Liz Stick Red” ფერით იყო წარმოდგენილი. ეს ფერი სახელს Saleen-ის მეუღლის საპატივცემულოდ ატარებდა. ლიბერმანის თქმით, დამატებით სამი მანქანა ტრიუკების შემსრულებელი მძღოლებისთვის შეიძინეს, რომლებიც უბრალო V6 ძრავით იყო აღჭურვილი. ერთი მანქანა, Saleen Mustang-ს მიმსგავსებული, „მსხვერპლ შესაწირად“ აიწყო. დასამტვრევად ავტომატური გადაცემათა კოლოფის მქონე 2002 წლის Mustang GT გაიმეტეს.

ტრიუკი სატვირთვო ავტომობილის ქვეშ დამაგრებული მომქნევი აგრეგატის მეშვეობით შესრულდა. ტრიუკის შესრულებისას ავტომობილს არავინ მართავდა. აღნიშნული სცენისთვის განკუთვნილი მოდელი ნამდვილი Saleen-ისგან უკანა დისკებით განსხვავდებოდა. „სწორედ ამ დეტალით იყო იმის შემჩნევა შესაძლებელი, რომ Saleen-ი არ დაუმტვრევიათ“ - აცხადებს ფილმის ტექნიკური მრჩეველი. Mustang-ი სატვირთო ავტომობილის ბორბლების ქვეშ მოექცა, რამდენიმე წამის შემდეგ კი მას Corvette C5 დაეჯახა. ლიბერმანის თქმით, Corvette-ის დამტვრევა დაგეგმილი იყო, თუმცა მისი ამობრუნება დაუგეგმავი.

ნაავარიები Mustang-ი ფილმის შემდეგ გაიყიდა და მფლობელმა მას სრული რესტავრაცია ჩაუტარა. ნამდვილი Saleen S281 Mustang-ი კი 2020 წლის დასაწყისში Las Vegas-ში იმყოფებოდა. სცენარს Mustang-ის ორი დარჩენილი მოდელიც გადაურჩა. Saleen-ი მანქანებს ისევ უშვებს და 2021 წლისთვის Ford Bronco-ს გაძლიერებული ვერსიას წარადგენს.

გაზიარება: