აუქციონი, ჯერემი კლარკსონი, გრანდ ტური, ზი გრანდ ტური, ლინკოლნ კონტინენტალი, ალფა რომეო ჯითივი6, ლანჩია მონტეკარლო სპაიდერი
Aa
Aa

ჯერემი კლარკსონი The Grand Tour-ის სამ ავტომობილს ყიდის

ჯერემი კლარკსონი საკუთარი ავტომობილების კოლექციიდან სამ გამორჩეულ მოდელს აუქციონზე გასაყიდად გაიტანს. სამივე ავტომობილი The Grand Tour-ის გადაღებებში გამოიყენებოდა. ისინი ნოემბერში, NEC Classic Motor Show-ის ფარგლებში დაგეგმილ Iconic Auctioneers-ის აუქციონზე გაიყიდება.

კლარკსონის განმარტებით, ბოლო პერიოდში ამ ავტომობილების მართვის დრო პრაქტიკულად აღარ რჩება:

„ამ ცნობილი და განსაკუთრებული ავტომობილების მართვის და მათით სიამოვნების მიღების დრო პრაქტიკულად აღარ მრჩება. ამიტომ, ალბათ უკეთესი იქნება, თუ ისინი იმ ადამიანების ხელში აღმოჩნდებიან, რომელთაც ამის შესაძლებლობა აქვთ“, — განაცხადა კლარკსონმა.

Lancia Montecarlo Spider — The Grand Tour-ის ბოლო ავტომობილი

გასაყიდად გამოტანილ ავტომობილებს შორისაა 1982 წლის Lancia Montecarlo Spider-ი. ეს სწორედ ის მოდელია, რომელსაც კლარკსონი The Grand Tour-ის ბოლო ეპიზოდში მართავდა. Lotus Blue-ის ფერში შეღებილი ავტომობილი One for the Road-ის ეპიზოდში გამოჩნდა, მცირედით მოდიფიცირებულიც. სპეციალურად გადაცემისთვის მას Ferrari 308-ის უკანა მაშუქები, განსხვავებული გამონაბოლქვი სისტემა, Lancia Delta Integrale-ის დისკები და სარბოლო საჭე დაუყენეს.

Alfa Romeo GTV6 — კლარკსონის შოტლანდიური მოგზაურობა

აუქციონის მეორე ლოტი 1983 წლის Alfa Romeo GTV6-ია. ამ მოდელის საჭესთან კლარკსონი Well Aged Scotch-ის ეპიზოდში გამოჩნდა. კლარკსონმა Alfa Romeo-თი შოტლანდიის ჩრდილოეთ სანაპიროს მარშრუტი გამოიარა. ამჟამინდელი მონაცემებით, ავტომობილს ახლა 45 000 კილომეტრზე მცირედით მეტი აქვს გავლილი და კარგ მდგომარეობაშია. აუქციონის სახლის ცნობით, მოდელს მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ტექნიკური სერვისი თავისივე სერვისცენტრში უტარდებოდა.

Lincoln Continental Mark V — 6.6-ლიტრიანი V8

მესამე ავტომობილი კი 1978 წლის Lincoln Continental Mark V გახლავთ. ეს მოდელი The Grand Tour-ის Lochdown-ის ეპიზოდში გამოჩნდა. ეს დიდი ზომის ამერიკული კუპე მძლავრი 6.6-ლიტრიანი ძრავის საშუალებით მუშაობს. ავტომობილი nitrous-ის სისტემით აღჭურვა — ეს უკანასკნელი აზოტის ოქსიდის (N₂O) სისტემაა, რომელსაც ძრავის სიმძლავრის დროებით გასაზრდელად იყენებენ. ცნობისთვის, ეს მოდიფიკაცია ავტომობილს დღემდე შენარჩუნებული აქვს. Lincoln-ის ინტერიერში რამდენიმე საინტერესო დეტალიც გვხვდება, მათ შორის, Cartier-ის საათი.

შეგახსენებთ, რომ სამივე ავტომობილი The Iconic Sale-ის ფარგლებში გაიყიდება. აუქციონი 14 ნოემბერს NEC Classic Motor Show-ზე შედგება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები